EU4Dialogue საქართველოში 40-ზე მეტ სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივას უჭერს მხარს
ივლისი 1, 2024

EU4Dialogue საქართველოში 40-ზე მეტ სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივას უჭერს მხარს


ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის, EU4Dialogue, განცხადებით, გასული ოთხი წლის განმავლობაში მის ფარგლებში 40-ზე მეტი სამოქალაქო და სათემო ინიციატივა განხორციელდა. ამ ძალისხმევამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სოციალურ ჩართულობას.

27 ივნისს UNDP-ის წარმომადგენლები სამეგრელოს რეგიონს ეწვივნენ, სადაც სამოქალაქო საზოგადოების იმ რამდენიმე ინიციატივის შედეგებს გაეცნენ, რომლებიც EU4Dialogue-ის ფარგლებში უწყობს ხელს ადგილობრივი თემის განვითარებასა და გააქტიურებას.

სტუმრები ზუგდიდში სოფელ რუხიდან გადმოტანილი ახლად რესტავრირებული კედლის მოზაიკის ნიმუშების ოფიციალურ გახსნას დაესწრნენ. რესტავრირებული მოზაიკური პანოები, „წითელკაბიანი მანდილოსანი“, „ზაფხული სამეგრელოში“ და „მუსიკოსები“ მე-20 საუკუნის მონუმენტური ხელოვნების სამაგალითო ნიმუშებს წარმოადგენს. ეს მემკვიდრეობა საზიაროა კონფლიქტის ორივე მხარეს მცხოვრები თემებისთვის. EU4Dialogue პროექტით მხარდაჭერილი პანოების რესტავრაცია ზუგდიდის მხატვრული რეწვის ცენტრის, „მოზაიკა სტუდიოს“ ქართველი და ფრანგი ექსპერტებისა და „ფონდი რიბირაბოს“ ჩართულობით გახდა შესაძლებელი. რესტავრაციაში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. 

UNDP-ის წარმომადგენელთა ვიზიტი გაგრძელდა საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრში, რომელიც კონფლიქტის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს სთავაზობს ფსიქოლოგიურ დახმარებას და კონსულტაციებს სხვადასხვა სოციალურ სერვისზე. დაარსებიდან პირველი ხუთი თვის განმავლობაში, 2024 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, ცენტრმა 360-ზე მეტი სატელეფონო 120-ზე მეტი პირისპირ კონსულტაცია გასწია.

EU4Dialogue: კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვის რესპუბლიკაში“  ევროკავშირისა და UNDP-ის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც EU4Dialogue პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი თანამშრომლობს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და სამოქალაქო ჯგუფებთან, რათა გააუმჯობესოს ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური პირობები, შექმნას საარსებო წყაროები, ხელი შეუწყოს წინსვლას გენდერული თანასწორობისკენ, წაახალისოს ახალგაზრდების ჩართულობა და მხარი დაუჭიროს კონფლიქტის მშვიდობიან გარდაქმნას.



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,