EU4Business-ის 2023 წლის ანგარიში: აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მცირე და საშუალო საწარმოებმა დამატებით €2.5 მილიარდი გამოიმუშავეს
EU4Business
დეკემბერი 19, 2023

EU4Business-ის 2023 წლის ანგარიში: აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მცირე და საშუალო საწარმოებმა დამატებით €2.5 მილიარდი გამოიმუშავეს


2022 წელს ევროკავშირმა 125.4 მილიონი ევრო გამოყო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მოქმედი 78,000-მდე მცირე და საშუალო საწარმოსთვის, რომელთა 40%-ს ქალები ფლობენ. ამის შედეგად 83,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და აზერბაიჯანში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მოქმედმა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა საწარმოებმა დამატებით 2.5 მილიარდი ევრო გამოიმუშავეს. 

ეს მონაცემები EU4Business ინიციატივის შესახებ ევროკომისიის 2023 წლის ყოველწლიურ ანგარიშშია წარმოდგენილი. აქვეა ხელმისაწვდომი დეტალური ინფორმაცია  ევროკავშირის დახმარებაზე პროგრამის სამი პრიორიტეტული მიმართულებით, რომლებიცაა ფინანსებზე წვდომა, ბიზნესის განვითარების სერვისები და ბიზნესის ხელშემწყობი გარემო. 

დაახლოებით 30,000-მა მცირე და საშუალო საწარმომ სესხები EU4Business-ის ეროვნული პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტებისგან მიიღო. გაცემული სესხების საერთო ოდენობამ 530 მილიონ ევროზე მეტი შეადგინა. ცალკეული სესხის საშუალო მოცულობა 18,000 ევრო იყო. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მცირე და საშუალო საწარმოებისთვის პროფესიული უნარების გასავითარებლად 2022 წელს დაახლოებით 33.7 მილიონი ევრო გამოიყო, რაც  მთლიანი თანხის 27%-ს შეადგენს. საწარმოებს ასევე გაეწიათ 38,000-მდე საკონსულტაციო მომსახურება, ბიზნესის მხარდამჭერ 1,200 ორგანიზაციას კი ტრენინგი ჩაუტარდა. 

EU4Business-ის მხარდაჭერით ისარგებლეს ისეთ მრავალფეროვან სექტორებში მომუშავე მეწარმეებმა, როგორიცაა  ონლაინსწავლების პლატფორმა სომხეთში ან მოდის ბიზნესი, რომელიც საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა ღებვის ძველ ტრადიციას აღადგენს

გარდა ამისა, ევროკავშირმა ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად დაახლოებით 26 მილიონი ევრო გამოყო. ამ მხარდაჭერით ქმედუნარიანობა გაიუმჯობესა 3,000-ზე მეტმა სამთავრობო უწყებამ და რეფორმირდა 320-ზე მეტი კანონი, რეგულაცია და პროცედურა. ამ რიცხვების უკან შთამბეჭდავი ისტორიები დგას, რისი მაგალითიცაა უკრაინული ყველის მწარმოებლების სწრაფვა ზრდისაკენ.

EU4Business ქოლგა ინიციატივაა და იმ მთლიან მხარდაჭერას მოიცავს, რომელსაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში —  აზერბაიჯანში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გასცემს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,