ეროკომისარმა სიმსონმა თბილისში გამართულ ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის ენერგეტიკულ დიალოგში მიიღო მონაწილეობა
ნოემბერი 17, 2023

ეროკომისარმა სიმსონმა თბილისში გამართულ ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის ენერგეტიკულ დიალოგში მიიღო მონაწილეობა


ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი, კადრი სიმსონი 16 ნოემბერს თბილისში ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის პირველ ენერგეტიკულ დიალოგში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

დიალოგი გასულ კვირას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით კომისიის მიერ გაკეთებული რეკომენდაციის კონტექსტში ჩატარდა. შეხვედრაზე საქართველოს მიერ ენერგეტიკული ბაზრის რეფორმებისა და ევროკავშირის წესების განხორციელების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეფასდა. 

დიალოგის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ევროკავშირის ძირითად ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან ქვეყნის შესაბამისობაში მოყვანა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და დაკავშირებადობის განვითარება და ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიის ხელშეწყობა. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში და მის ენერგეტიკულ ტრანსფორმაციაში დაფინანსების ინსტრუმენტებზე და ინვესტიციების მოზიდვაზე. 

ამას გარდა, ევროკომისარი ეწვია ქართლის ქარის ელექტროსადგურს, რომელიც კავკასიის რეგიონში ამ სახის პირველი პროექტია. პროექტს ევროკავშირი მწვანე ზრდის ფონდის საშუალებით აფინანსებს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,