ENPARD: ლატვია და ესტონეთი საქართველოს სოფლის მეურნეობის რეფორმების განხორციელებაში ეხმარებიან
ივლისი 14, 2022

ENPARD: ლატვია და ესტონეთი საქართველოს სოფლის მეურნეობის რეფორმების განხორციელებაში ეხმარებიან


ლატვია და ესტონეთი საქართველოს სოფლის მეურნეობის იმ რეფორმების განხორციელებაში დაეხმარებიან, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არის აუცილებელი. ევროკავშირის ორივე ქვეყანა საქართველოს საჭირო მხარდაჭერას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) საშუალებით მიაწვდის. ENPARD-ს ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2013 წლიდან ერთობლივად ახორციელებენ. 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ამ თანამშრომლობას ესტონეთსა და ლატვიაში თავიანთი ბოლო ვიზიტის დროს დათანხმდნენ. 

UNDP-ის პრესრელიზის თანახმად, სოფლის მეურნეობის და სასოფლო განვითარების სფეროში მდიდარი გამოცდილების მქონე ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს შეუძლიათ, საქართველოს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ. ეს თანამშრომლობა ქვეყანას დაეხმარება, თავისი ინსტიტუციური, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული სისტემები ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ამ პოლიტიკის ქვაკუთხედი განვითარებული და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობა და სატყეო სექტორი, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია, დასაქმება და სოფლის მოსახლეობისა და ეკონომიკის დაბალანსებული ტერიტორიული განვითარებაა.

„საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი სოფლად ცხოვრობს. სოფლის მდგრად განვითარებას გადამწყვეტი როლი ენიჭება ისეთი მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად, როგორიცაა სიღარიბისა და უთანასწორობის აღმოფხვრა და გარემოსდაცვით საფრთხეებთან გამკლავება. ჩვენი მიზანია, რომ სოფლის მცხოვრებლებმა გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან, კერძო სექტორისა და საგანმანათლებლო თუ კვლევითი დაწესებულებებისგან კუთვნილი ყურადღება მიიღონ. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი ისეთი თანამედროვე და წარმატებული სოფლის ეკონომიკის აშენება, როგორიც ადამიანებისა და ქვეყნის ინტერესებს ემსახურება“, — განაცხადა ნიკ ბერესფორდმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,