EMBLAS-Plus: მკვლევრებმა შავ ზღვაში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიები აღმოაჩინეს
თებერვალი 3, 2022

EMBLAS-Plus: მკვლევრებმა შავ ზღვაში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიები აღმოაჩინეს


მკვლევრებმა შავი ზღვიდან აღებული წყლის ყველა ნიმუშში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული გენები აღმოაჩინეს. კვლევა ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საერთო პროექტის, „შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესება“ (EMBLAS-Plus), ფარგლებში განხორციელდა. 

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული გენების გავრცელების არეალის დასადგენად, შავი ზღვის წყლის ნიმუშები მთელი რეგიონის მასშტაბით გამოიკვლიეს. მათ შორის, აიღეს სინჯები მდინარეების ნაპირებიდან და შელფური ზონებიდან — ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროდან (დუნაის დელტას ტერიტორია) აღმოსავლეთ სანაპირომდე (საქართველოს სანაპირო). მკვლევრებმა გენების რეზისტენტულობა ისეთი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებისადმი შეისწავლეს, როგორებიცაა ბეტა-ლაქტამები, მაკროლიდები, გლიკოპეპტიდები და კოლისტინი.

მეცნიერებმა ყველაზე დიდი რაოდენობით ის გენები აღმოაჩინეს, რომლებიც  ბეტა-ლაქტამებისა და ვანკომიცინისადმი არიან რეზისტენტულები. მკვლევრებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს კოლისტინისადმი რეზისტენტულ  mcr-1 გენის რაოდენობას, რადგან ის შავ ზღვაში პირველად აღმოაჩინეს. მეცნიერები ეჭვობენ, რომ შავ ზღვაში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული გენების არსებობა ჩამდინარე წყლებით და ვეტერინარული ფარმაცევტული პრეპარატების გამოყენებით აიხსნება. ამ გენების ზღვაში გავრცელების სხვა პოტენციურ წყაროებად სამდინარო წყლებიც მოიაზრება.

კვლევის შედეგები წარმოდგენილია სტატიაში, „ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა შავი ზღვის მიკრობულ ფლორაში“, რომელიც ჟურნალში, „Frontiers in Environmental Science“, გამოქვეყნდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა პლანეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. მომავალ ათწლეულებში ის, სავარაუდოდ,  სიკვდილიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გახდება. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,