EBRD მდგრადი განვითარების სფეროს ლიდერებს აჯილდოებს — ქართული კომპანიები გამარჯვებულებს შორის არიან
ივლისი 2, 2021

EBRD მდგრადი განვითარების სფეროს ლიდერებს აჯილდოებს — ქართული კომპანიები გამარჯვებულებს შორის არიან


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) დააჯილდოვა 21 ბიზნესი, რომლებმაც გამორჩეული წვლილი შეიტანეს გარემოს დაცვის და სოციალური მდგრადობის გაძლიერებაში. დაჯილდოების ცერემონია 29 ივნისს EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე ჩატარდა, რომელსაც ბანკის მდგრადი განვითარების ბოლო ანგარიშის გამოქვეყნება უძღოდა წინ.

საქართველოში ჯანდაცვის უდიდესი პროვაიდერი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (GHG) ოქროს ჯილდოს მფლობელი გარემოს დაცვის და სოციალური ინოვაციის კატეგორიაში გახდა. ბანკმა საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფზე 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გასცა. ამ თანხით საბრუნავი კაპიტალი და მიმდინარე ხარჯები დაფინანსდა, რის შედეგადაც კომპანიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში.

ამ დაფინანსების საშუალებით საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა ქვეყნის ექვსი დიდი საავადმყოფო COVID-19-ით დაავადებულთა მკურნალობის საჭიროებებს მოარგო და მათი დიაგნოსტიკური პოტენციალი გააძლიერა. გარდა ამისა, მან შექმნა უნიკალური მობილური აპლიკაცია, სახელწოდებით „ექიმო“ (EKIMO), რომელიც EBRD-ის პრიორიტეტული მიმართულების — ციფრული გარდაქმნის დაჩქარების მაგალითია.

მდგრადი ენერგეტიკის ოქროს ჯილდო წელს ყაზახურ კომპანიას, Intergas Central Asia, გადაეცა. ხოლო უკრაინული კომპანია Fozzy Group საუკეთესო გარემოსდაცვითი და სოციალური პრაქტიკის კატეგორიაში გახდა ვერცხლის ჯილდოს მფლობელი.

გენდერის და ეკონომიკური ინტეგრაციის კატეგორიაში ვერცხლის ჯილდო თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ თურქულ კომპანიასთან, Osmangazi Elektrik Dağıtım, ერთად მოიპოვა. იმავე კატეგორიაში ბრინჯაოს ჯილდო კი უკრაინულ კომპანიას, Agrofusion Group, ერგო.

დამატებითი ინფორმაცია

რესრელიზი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მდგრადი განვითარების ანგარიში

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,