დაიწყო ევროკავშირის პროგრამა, Culture Moves Europe და პირველი კონკურსი ინდივიდუალური მობილობისთვის 
ოქტომბერი 12, 2022

დაიწყო ევროკავშირის პროგრამა, Culture Moves Europe და პირველი კონკურსი ინდივიდუალური მობილობისთვის 


10 ოქტომბერს ევროკომისიამ პროგრამა Culture Moves Europe („ევროპას კულტურა ამოძრავებს“) დაიწყო. ესაა ახალი მობილობის სქემა ხელოვნების და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის. პროგრამის ამოქმედებასთან ერთად, ინდივიდუალური მობილობის პირველი კონკურსიც გამოცხადდა. 

ინდივიდუალური მობილობის პირველ კონკურსში ჩართვა შეუძლიათ ისეთ სფეროებში მომუშავე ხელოვანებსა და კულტურის სფეროს სპეციალისტებს, როგორებიცაა არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა, დიზაინი, მოდა, ლიტერატურული თარგმანი, მუსიკა და ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნება.

ინდივიდუალური მობილობის კონკურსები ყოველწლიურად, შემოდგომიდან გაზაფხულამდე გამოცხადდება, კანდიდატებს კი ჟიური ყოველთვიურად შეაფასებს.

მობილობის გრანტი მოიცავს ორივე მიმართულებით მგზავრობის საფასურს (350-იდან 700 ევრომდე თანხა, რომლის ზუსტი მოცულობაც სამგზავრო მანძილით განისაზღვრება) და დღიურ 75 ევროს საცხოვრებელი და საარსებო ხარჯებისთვის.

გარდა ამისა, პროგრამით გათვალისწინებულია რამდენიმე დანამატი — მათ შორის ვიზის შესაძენი თანხა ან საოჯახო ხარჯი ხელოვანებისთვის, რომლებსაც 10 წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ. ის უკრაინელი ხელოვანები კი, რომლებსაც ქვეყნის დატოვება არ შეუძლიათ, ვირტუალური მობილობის კონკურსში ჩაერთვებიან. ამ შემთხვევაში გამარჯვებული კანდიდატები დღიურად 35 ევროს მიიღებენ.

„შემოქმედებითი ევროპის“ ფარგლებში ორგანიზებული პროგრამა, Culture Moves Europe, სამწლიან პერიოდში (2022-2025 წლებში) 21 მილიონი ევროთი დაფინანსდება. ამ გზით ის გახდება ევროპის უდიდესი მობილობის სქემა ხელოვნების და კულტურის სფეროს სპეციალისტებისთვის. მისი ბენეფიციარები „შემოქმედებით ევროპის“ ქვეყნები (მათ შორის საქართველო, სომხეთი და უკრაინა) იქნებიან.

პროგრამას, ევროკომისიის სახელით, გოეთეს ინსტიტუტი განახორციელებს. ის ორ საქმიანობას — ინდივიდუალურ მობილობას და რეზიდენტურას მოიცავს. მობილობის გრანტები კულტურის და ხელოვნების სფეროს 7000-მდე წარმომადგენელს მისცემს საზღვარგარეთ — ევროკავშირსა და მის ფარგლებს გარეთ გამგზავრების საშუალებას. 2023 წლიდან კი ისინი ასევე სარეზიდენტო პროგრამებში ჩართვას შეძლებენ ან ხელოვნების და კულტურის მუშაკებს უმასპინძლებენ. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

Culture Moves Europe

Culture Moves Europe: მობილობა მხატვრებისა და კულტურის სფეროს პროფესიონალებისთვის



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,