CyberEast და TOPCOP აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის სამართალდამცავ უწყებებს დარქვებში დამნაშავეობასთან ბრძოლაში ეხმარებიან
ნოემბერი 29, 2021

CyberEast და TOPCOP აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის სამართალდამცავ უწყებებს დარქვებში დამნაშავეობასთან ბრძოლაში ეხმარებიან


ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივმა პროექტმა, CyberEast და მისმა პარტნიორმა პროექტმა, „ევროპოლის ტრენინგი და ოპერატიული პარტნიორობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ (TOPCOP), ძალისხმევა გააერთიანეს. ამ ინიციატივის მეშვეობით, პროექტები გააუმჯობესებენ თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და ევროკავშირის სააგენტოებთან დარქვებში ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად. 

8-12 ნოემბერს და 22-26 ნოემბერს TOPCOP-მა ჩაატარა სპეციალური კურსები სამართალდამცავი ოფიცრების გუნდისთვის აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან. პროექტმა, CyberEast კი უზრუნველყო კურსში იმ ექსპერტების მონაწილეობა, რომლებმაც ჩაატარეს ტრენინგი კიბერდანაშაულთან და დარქვებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„დარქვები სულ უფრო მეტად ხდება ისეთი ადგილი, სადაც უკანონო საქმიანობა იკიდებს ფეხს და დამნაშავეები გარკვეული ანონიმურობით მოქმედებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ქსელ Tor-ზე არსებული ფარული სერვისების დაახლოებით 30% უკანონო საქმიანობის ამა თუ იმ ფორმას უკავშირდება. ამ საქმიანობათა შორისაა ნარკოტიკებით, იარაღით, კომპრომეტირებული მონაცემებით, ყალბი დოკუმენტებით, მედიკამენტებით, ქიმიკატებით და სხვა უკანონო პროდუქტებით ვაჭრობა“, — ნათქვამია პროექტის, CyberEast პრესრელიზში.

CyberEast ასევე აღნიშნავს, რომ ის გააგრძელებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის სისხლის სამართლის უწყებების მხარდაჭერას კიბერდანაშაულთან ბრძოლის და ციფრულ მტკიცებულებათა მოპოვების კუთხით მათი პოტენციალის გასაძლიერებლად. ამისათვის პროექტის საქმიანობა ფოკუსირდება შემდეგ საკითხებზე: პარალელური ფინანსური გამოძიება და დაზვერვა, კიბერდანაშაულის შემოსავალი, ფინანსური თაღლითობა და ფულის გათეთრება. გარდა ამისა, პროექტი ყურადღებას გაამახვილებს ვირტუალურ ვალუტასა და დარქვებში ფინანსური დანაშაულის გამოვლენის მიზნით ჩატარებულ გამოძიებებზე კონცეფციის, „მისდიე ფულს“ (follow the money), კონტექსტში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

პროექტი CyberEast

პროექტი TOPCOP



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,