წყალტუბოს სასოფლო განვითარების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
თებერვალი 12, 2021

წყალტუბოს სასოფლო განვითარების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ


წყალტუბოს განვითარებისთვის გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში შეტანილ 134 პროექტს შორის 20 გამარჯვებული გამოვლინდა. 

კონკურსი 2020 წლის ოქტომბერში გამოცხადდა და ის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პროექტის, „წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია,  People in Need (PIN) ახორციელებს.

გამარჯვებულ პროექტებს შორის 14 სოფლის მეურნეობის და ბიზნესის განვითარების სფეროდან არის, ხუთი — საჯარო სექტორიდან, ხოლო ერთიც  ადგილობრივ სათემო ინიციატივას წარმოადგენს.

სოფლის მეურნეობის სფეროსთვის განკუთვნილ პროექტებს შორისაა სათბურების მშენებლობა სოფელ გვიშტიბში, მაღლაკში, გეგუთში და ოფშკვითში. სათბურებში სალათს, რუკოლას და სადესერტო ყურძენს მოიყვანენ. ქალაქ წყალტუბოში კი მეფრინველეობის ფერმა აშენდება.

გამარჯვებულ ბიზნეს-პროექტთაგან რამდენიმეს  მიზანი ტურიზმის და მასთან დაკავშირებული მომსახურების განვითარებაა: დაგეგმილია სამი საოჯახო სასტუმრო ქალაქ წყალტუბოში და სოფელ ხომულში; სათავგადასავლო ტურისტული და კემპინგის სივრცე, „სამი ელემენტი“ სოფელ გუმათში; სპელეოლოგიური ტურისტული ატრაქციონი წყალტუბოში და სხვა. გარდა ამისა,  მომსახურების სექტორის განვითარების მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების ბუღალტრული აღრიცხვის ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივასაც დაეჭირა მხარი.

სათემო პროექტის ფარგლებში წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მაგიდის ჩოგბურთისთვის საჭირო აღჭურვილობა დამონტაჟდება. საჯარო სექტორის პროექტები სოფელ საჩხერის საჯარო სკოლას ბიბლიოთეკით უზრუნველყოფს, ხოლო წყალტუბოს ორ საჯარო სკოლას საგანმანათლებლო აქტივობებისთვის განსაზღვრული მუსიკის კლუბით და მინი-კინოთეატრით აღჭურავს. ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის  ადაპტირებულ ტრანსპორტს შეიძენს.

2021 წლის გაზაფხულისთვის “წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი” საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპის გამოცხადებასაც გეგმავს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,