Blue Book-ის პროგრამა ევროკომისიაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობას იძლევა 
თებერვალი 14, 2024

Blue Book-ის პროგრამა ევროკომისიაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობას იძლევა 


19 თებერვალს, ცენტრალური ევროპის დროით (CET) 10:00 საათიდან, ევროკომისია სტაჟირების ყოველწლიური პროგრამისთვის განაცხადების მიღებას დაიწყებს. 

2024 წლის ოქტომბრის სესია ხუთ თვეს გაგრძელდება და აპლიკანტებს მისცემს საშუალებას, 1,000-მდე პოზიციაზე შეიტანონ განაცხადი. სტაჟირების გავლა შესაძლებელია კომისიის დეპარტამენტებში, სერვისებსა თუ სააგენტოებში, რომლებიც ბრიუსელში, ლუქსემბურგსა და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ეროვნულ ბიუროებშია გადანაწილებული. 

კონკურსი ღიაა ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, თუმცა შეზღუდული რაოდენობით ადგილი ასევე განსაზღვრულია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის — მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვისაც.

სტაჟირებები ორ ტიპად იყოფა: ადმინისტრაციული სტაჟირებები და მთარგმნელობითი სტაჟირებები — კონკრეტულად თარგმნის გენერალური დირექტორატისთვის (DGT). გარდა ამისა, ხელმისაწვდომია სამეცნიერო სტაჟირებები ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრში.

აპლიკანტი უნდა ფლობდეს ბაკალავრის ან ეკვივალენტურ ხარისხს და არ უნდა ჰქონდეს ევროკავშირის ინსტიტუტებში ექვს კვირაზე მეტი ხნით მუშაობის გამოცდილება. ამასთან, მან კარგად უნდა იცოდეს ევროკავშირის, სულ მცირე, ორი ენა, რომელთაგან ერთ-ერთი ინგლისური, ფრანგული ან გერმანული უნდა იყოს. 

სტაჟიორებისგან მოელიან კომისიის საქმიანობისადმი ინტერესისა და მულტიკულტურულ გარემოში მუშაობის სურვილის ქონას და საქმისადმი პროაქტიულ დამოკიდებულებას.

შერჩეული სტაჟიორები მიიღებენ 1,376.89 ევროს ოდენობის გრანტს საცხოვრებელი ხარჯებისთვის, თუმცა მათ თავად მოუწევთ საცხოვრებელი ადგილის პოვნა. 

სტაჟიორის ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს მრავალფეროვან დავალებებს, რომელთა შორისაც იქნება შეხვედრებზე, სამუშაო ჯგუფებში და საჯარო მოსმენებზე დასწრება თუ მათი ორგანიზება, საბუთების კვლევა, მოქალაქეების ინფორმაციით მომარაგება და პროექტების მართვაში მონაწილეობის მიღება. 

განაცხადის შევსება ევროკომისიის დამოწმების სერვისზე (EU Login) რეგისტრირების მეშვეობითაა შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაცია

Blue Book-ის სტაჟირების პროგრამა



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,