ამბები, რომლებიც მნიშვნელოვანია: ლორენცო ნატალის სახელობის მედია-პრიზზე განაცხადების მიღება დაიწყო 
მარტი 10, 2023

ამბები, რომლებიც მნიშვნელოვანია: ლორენცო ნატალის სახელობის მედია-პრიზზე განაცხადების მიღება დაიწყო 


ჟურნალისტიკაში ევროკავშირის წამყვანმა კონკურსმა, ლორენცო ნატალის სახელობის მედია-პრიზმა, განაცხადების მიღება დაიწყო.

კონკურსი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მომუშავე იმ ჟურნალისტების შრომას აფასებს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებს ჰფენენ ნათელს.

ევროკომისია კონკურსში იწვევს ჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა უთანასწორობა, სიღარიბის აღმოფხვრა, მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება, ციფრული გარდაქმნა, დასაქმება, განათლება და უნარების განვითარება, მიგრაცია, ჯანდაცვა, მშვიდობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები. განაცხადები ონლაინ მიიღება

ჟურნალისტებს წერილობითი, აუდიოვიზუალური ან მულტიმედიური ნაშრომის წარდგენა ამ კატეგორიებიდან ერთ-ერთში შეუძლიათ:

  • საერთაშორისო პრიზი: ევროკავშირის ერთ-ერთ პარტნიორ სახელმწიფოში — მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში — დაფუძნებული მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული რეპორტაჟისთვის.
  • ევროპის პრიზი: ევროკავშირში დაფუძნებული მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული რეპორტაჟისთვის.
  • საუკეთესო დამწყები ჟურნალისტის პრიზი: რეპორტაჟისთვის, რომლის ავტორიც მისი გამოქვეყნების მომენტში 30 წლამდე ასაკის იყო.

კონკურსზე მიიღება ნებისმიერ ენაზე შესრულებული რეპორტაჟი — იმ პირობით, რომ მას თან დაერთვება ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, გერმანულ ან პორტუგალიურ ენაზე შესრულებული თარგმანი.

თითოეული გამარჯვებული პრიზის სახით 10,000 ევროს მიიღებს. გარდა ამისა, საუკეთესო დამწყები ჟურნალისტის კატეგორიაში გამარჯვებულს პროექტის პარტნიორ მედიასაშუალებაში შესთავაზებენ სტაჟირებას.

გამარჯვებულებს 2023 წლის მეორე ნახევარში ბრიუსელში, ლორენცო ნატალის სახელობის მედია-პრიზის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოაცხადებენ. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 28 აპრილი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

შეიტანეთ განაცხადი ლორენცო ნატალის სახელობის მედია-პრიზზე 

ლორენცო ნატალის სახელობის მედია-პრიზის ვებგვერდი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,