ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელში გასაწევრიანებლად განაცხადი რეკორდული ოდენობის მსურველმა შეიტანა 
ოქტომბერი 13, 2023

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელში გასაწევრიანებლად განაცხადი რეკორდული ოდენობის მსურველმა შეიტანა 


„ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ქსელში გასაწევრიანებლად გამოცხადებულ წლევანდელ კონკურსში რეკორდული ოდენობის ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. კერძოდ, მიღებული განაცხადების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით გაორმაგდა.

8 ოქტომბერს დათქმული ბოლო ვადის გასვლის დროისთვის სულ 2 126-მა ადამიანმა გამოთქვა ქსელში გაწევრიანების სურვილი. აპლიკანტები არიან 16-26 წლის ახალგაზრდები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა), ევროკავშირიდან და გაერთიანებული სამეფოდან.

EU NEIGHBOURS east პროგრამა ახლა განაცხადების შეფასების პროცესს გადის. ყველა აპლიკანტი მიიღებს მეილს, საიდანაც შეიტყობს ინფორმაციას მომდევნო ნაბიჯებზე, მათ შორის — ინტერვიუებზე. შესარჩევი პროცესი 10 ნოემბრისთვის დასრულდება.  

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ (YEAs) ინიციატივა არაპოლიტიკური, მოხალისეობრივი, საკომუნიკაციო ქსელია, რომელიც ხელს უწყობს კავშირებისა და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის. ქსელის მიზანია, მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის შესახებ, წარმოაჩინოს ამ თანამშრომლობის პრაქტიკული შედეგები, ხელი შეუწყოს პოლიტიკურ დიალოგს სხვადასხვა საკითხზე, წაახალისოს სამოქალაქო აქტივიზმი და ერთიანი ძალებით იზრუნოს უკეთესი მომავლისთვის. 

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივას ევროკავშირმა 2016 წელს ჩაუყარა საფუძველი და მას მერე ქსელში 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელ 1 700-ზე მეტ ახალგაზრდას მიუღია მონაწილეობა.



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,