აგრესიის 16 წლისთავზე ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში 
აგვისტო 8, 2024

აგრესიის 16 წლისთავზე ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში 


6 აგვისტოს ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაგმო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება, რაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმებით რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.  

2008 წლის 7 აგვისტოს დაწყებული რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია.

 „საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევა, მათ შორის ‘ბორდერიზაციის’ პოლიტიკის, გამშვები პუნქტების დაკეტვისა და უკანონო დაკავებების შედეგად რუსი სამხედროების და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ“, – ნათქვამია განცხადებაში, – „გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები უნდა დასრულდეს, უნდა ჩატარდეს გამოძიებები ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით და უნდა აღსრულდეს სამართლიანობა ყველა მსხვერპლისთვის“.

ბორელმა დასძინა, რომ ევროკავშირი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების სრულად ერთგული რჩება. ეს უპირველესად გამოიხატება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID) ევროკავშირის თანათავმჯდომარის რანგში  მონაწილეობით, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობითა და საქართველოში ევროკავშირის  სადამკვირვებლო მისიის (EUMM Georgia) ადგილზე უწყვეტად მუშაობით. 

ევროკავშირმა ასევე გაიმეორა, რომ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

იმავე თემაზე: 

ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დაამტკიცა

EUMM-ის პოსტი X-ზე: https://x.com/EUMMGeorgia/status/1817892611471880263



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,