ბრიუსელში 2-4 დეკემბერს გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სამიტზე 5 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე ახალი რეგიონული პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში საერთაშორისო ამბებით მანიპულაციის, ჩარევისა და დეზინფორმაციის შემთხვევების გამოაშკარავება და მათთან დაპირისპირება არის.
პროგრამა მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას, რომლებიც საქართველოში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაში და, ასევე, იძულებითი გადასახლებიდან ოპერირებენ. ინიციატივა გააძლიერებს მათ შესაძლებლობას, ჩაერთონ სტრატეგიულ კომუნიკაციაში, აამაღლონ მედიაწიგნიერების დონე და შეებრძოლონ დეზინფორმაციას. მხარდაჭერა მოიცავს შესაძლებლობათა გაძლიერებას, კვლევასა და ანალიზს, საერთაშორისო მედეგობის გაძლიერებას და ფინანსურ მხარდაჭერას.
„ავტოკრატები დეზინფორმაციას ჩვენი დემოკრატიული საზოგადოებების დასასუსტებლად ავრცელებენ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიცა და მეზობელი ქვეყნებიც ერთი და იმავე საფრთხეების წინაშე ვდგავართ“, – განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა, – „ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად ყველა ევროპელმა ერთად უნდა იმუშაოს. ჩვენს სამეზობლოში დამოუკიდებელი მედია და აქტიური სამოქალაქო სივრცეები ევროპის დემოკრატიის დამცავი ქსელის ნაწილია“.
ევროკომისარმა კოსმა ასევე მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების დაჯილდოების ცერემონიალში. ყოველწლიურად გამართულ ამ ღონისძიებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი ავლენს იმ ინდივიდებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებმაც რეგიონში გამორჩეული და გამბედავი შრომა გასწიეს. მარტა კოსმა 2025 წლის ჯილდოები გადასცა საგარეო პოლიტიკის საბჭოს, Ukrainian Prism, და აზერბაიჯანულ ორგანიზაციას, „ქალების ასოციაცია რაციონალური განვითარებისთვის“ (WARD).

საგარეო პოლიტიკასა და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე მომუშავე კვლევით ცენტრ Ukrainian Prism-ს ჯილდო რუსეთის აგრესიული ომის გამანადგურებელ გავლენათა მიუხედავად აქტიური საქმიანობის გაგრძელებისთვის გადაეცა.
გენდერულ თანასწორობაზე, ქალთა გაძლიერებასა და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდაზე მომუშავე აზერბაიჯანული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია WARD იმ ძალისხმევისთვის დააჯილდოვეს, რომელსაც ის ქვეყანაში ყველა ქალისა და კაცის, გოგოსა და ბიჭისთვის გენდერული თანასწორობის გასაღრმავებლად სწვეს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სამიტი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც თავს უყრის ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და გადაწყვეტილებათა მიმღებებს. სამიტზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის მომავალი, სამოქალაქო საზოგადოების როლი და მისი გაძლიერების გზები განიხილება.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,