„ადამიანის უფლებები კინოში“ — ევროკავშირი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე სპეციალურ პრიზს გასცემს
დეკემბერი 8, 2022

„ადამიანის უფლებები კინოში“ — ევროკავშირი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე სპეციალურ პრიზს გასცემს


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივით, 4-10 დეკემბერს გამართული თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის წლევანდელ ჯილდოებს კიდევ ერთი პრიზი დაემატა. კერძოდ, ევროკავშირი ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ საუკეთესო ფილმს დააჯილდოებს. 

პრიზი, „ადამიანის უფლებები კინოში“, მიეძღვნა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს, რომელიც 10 დეკემბერს აღინიშნება. პრიზის მფლობელიც სწორედ ამ დღეს, კინოფესტივალის საზეიმო დახურვის ცერემონიაზე გამოცხადდება.

ევროკავშირის მიერ დაწესებული კატეგორიის ფარგლებში ათი ფილმია წარდგენილი. ერთ-ერთი ფილმი, „კატია როგორ არის“, ეკუთვნის უკრაინელ რეჟისორს, კრისტინა ტინკევიჩს. ხოლო ორი ფილმი  უკრაინის („კლონდაიკი“, მარინა ერ გორბაჩი, უკრაინა-თურქეთი) და საქართველოს („ჩემი ოთახი“, იოსებ (სოსო) ბლიაძე, საქართველო-გერმანია) მონაწილეობით არის გადაღებული.

კინოფესტივალი კინოთეატრ „ამირანში“ იმართება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,