საქართველოში ვაკანსიათა პირველი ონლაინ-ბაზრობა გაიმართა

საქართველოში ვაკანსიათა პირველი ონლაინ-ბაზრობა გაიმართა

მარტი 12, 2021

საქართველოში 1-5 მარტს ჩატარებულ ვაკანსიების ონლაინ ბაზრობას დასაქმების 2,500-მდე მსურველი დაესწრო. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, “EU4Youth — თქვი კიდასაქმების უნარჩვევები”, ფარგლებში  გაიმართა.

 COVID-19-ის პანდემიის გამო ღონისძიება დისტანციურად პირველად ჩატარდა. ამის მიუხედავად, მის მიმართ ბიზნესებისა და დასაქმების მსურველთა ინტერესი კვლავ მაღალი იყო. 50-ზე მეტმა წამყვანმა კომპანიამ ბაზრობაზე 300 ვაკანსია წარადგინა.

 ღონისძიების მიზანი ორგანიზაციების და პოტენციური დასაქმებულების Zoom პლატფორმის მეშვეობით შეხვედრის ორგანიზება გახლდათ. ამ გზით, სამუშაოს მაძიებლებს პოტენციური დამსაქმებლების და დასაქმების სფეროში არსებული პერსპექტივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობაც მიეცათ

 ვაკანსიების ბაზრობის ორგანიზატორი World Vision საქართველო იყო. მას პარტნიორობას დასაქმების ხელშეწყობის ეროვნული სააგენტო და HR Hub უწევდა.

პროექტი,  “EU4Youth — თქვი კიდასაქმების უნარჩვევები”, ხელს უწყობს 15-დან 35 წლამდე ახალგაზრდა ქალებისა და კაცების დასაქმებას და თვითდასაქმებას საქართველოსა და სომხეთში. ინიციატივა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს  დაუცველი ჯგუფების წევრების შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრების საკითხს, რა მიზნითაც არაერთი საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიება ტარდება.



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,