2 მაისს საქართველომ ევროკავშირის პირველ კითხვარზე პასუხები წარმოადგინა.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კარლ ჰარცელს გადასცა.
„ეს საქართველოს მომავლის ევროპასთან დასაკავშირებლად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ევროკავშირი შეაფასებს საქართველოს პროგრესს და მზაობას“, — აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ კითხვარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს 11 აპრილს გადასცა.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე განაცხადი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამმა ქვეყანამ — უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ — შეიტანა. სამივე მათგანმა შევსებული კითხვარები ევროკავშირს უკვე დაუბრუნა.
დამატებითი ინფორმაცია
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,