ევროკავშირი საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მართვის გასაუმჯობესებლად „ტვინინგის“ ახალ პროექტს იწყებს
ივნისი 1, 2022

ევროკავშირი საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მართვის გასაუმჯობესებლად „ტვინინგის“ ახალ პროექტს იწყებს


ევროკავშირმა დაიწყო დაძმობილების, იმავე „ტვინინგის“ ახალი პროექტი, რომელიც საქართველოს საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარებას ინსტიტუციურ დონეზე დაეხმარება. ინიციატივა, ამასთან, საგზაო შემთხვევების მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მეთოდების ხარისხსაც გააუმჯობესებს. 

პროექტის, „საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბების და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერა საქართველოში“, ბიუჯეტი 1.3 მილიონ ევროს შეადგენს და ის ორ წელიწადს გაგრძელდება. 

‎“სამწუხაროდ,  საქართველოში ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იღუპება ან ზიანდება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად. ევროკავშირის გამოცდილებიდან გამომდინარე, არსებობს სიტუაციის გაუმჯობესებისა და საგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირების მკაფიო შესაძლებლობები. ევროკავშირის მხრიდან უკეთესი და მეტად უსაფრთხო გზების მშენებლობის მხარდაჭერით, ეს პროექტი, რომელსაც პოლონელი და ლიეტუველი პარტნიორები განახორციელებენ, ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების პირობებს გააუმჯობესებს“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ჯგუფის ლიდერმა, ალექსანდრე დარასმა.

საგზაო უსაფრთხოების მონაცემების მართვაში ჩართული პერსონალის შესაძლებლობების გაზრდით, დაძმობილების პროექტი საგზაო უსაფრთხოების ელექტრონულ მონაცემთა ბაზებს გააუმჯობესებს. გარდა ამისა, ის შესაბამის ეროვნულ სააგენტოებში მონაცემთა მართვის ეფექტიანი სისტემისა და ტრავმის ეროვნული რეესტრის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,