EBRD და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლ სერტიფიცირებულ სპეციალისტთა ასოციაცია სამართლებრივი შესაბამისობის სპეციალისტებს დაეხმარებიან
ივნისი 25, 2021

EBRD და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლ სერტიფიცირებულ სპეციალისტთა ასოციაცია სამართლებრივი შესაბამისობის სპეციალისტებს დაეხმარებიან


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლ სერტიფიცირებულ სპეციალისტთა ასოციაციამ (ACAMS) ევრაზიის განყოფილება შექმნეს. ინიციატივის მიზანია, მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მოღვაწე სამართლებრივი შესაბამისობის სპეციალისტებს, რომლებიც  ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ იბრძვიან.  

განყოფილება საქართველოსა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის (აზერბაიჯანის, მოლდოვის, სომხეთის და უკრაინის) საერთო პლატფორმას შეადგენს. მისი მეშვეობით, რეგიონული რისკები და სარეგულაციო პრობლემები თანამშრომლობის ინიციატივების, ტრენინგისა და ცოდნის თუ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით დაიძლევა

ახალი ინიციატივა ორ ორგანიზაციას შორის დადებულ იმ შეთანხმებას ეფუძნება, რომელიც EBRD-ის  პარტნიორ ფინანსურ ორგანიზაციებში მომუშავე თანამშრომლების შესაბამისობის სტრატეგიებზე ტრენინგს მოიაზრებს. ტრენინგის მიზანი ფულის გათეთრებასთან, ტერორიზმის დაფინანსებასთან, სანქციებისთვის თავის არიდებასთან, თაღლითობასთან და სხვა ფინანსურ დანაშაულებთან ბრძოლაა.

ფულის გათეთრებასთან ბრძოლის (CAMS) სერტიფიკატის მოსაპოვებლად სტიპენდიები საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის სამართლებრივი შესაბამისობის 70-მა სპეციალისტმა უკვე მიიღო.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სტიპენდიები ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლ სერტიფიცირებულ სპეციალისტთა ასოციაცია

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,