ევროპის განათლების ფონდი ევროკავშირის სამეზობლოში ახალგაზრდების გაძლიერების მიზნით #MySkills4You კამპანიას იწყებს
დეკემბერი 6, 2023

ევროპის განათლების ფონდი ევროკავშირის სამეზობლოში ახალგაზრდების გაძლიერების მიზნით #MySkills4You კამპანიას იწყებს


4 დეკემბერს ევროპის განათლების ფონდმა (ETF) სოციალური მედიაკამპანია, #MySkills4You, დაიწყო. ინიციატივის მიზანია, ხელი შეუწყოს სამხრეთ და აღმოსავლეთ სამეზობლოსა და დასავლეთ ბალკანეთის რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, აქტიურად ჩაერთონ უნარების ევროპული წლის ფარგლებში ორგანიზებულ აქტივობებში. 

კამპანია ვიდეორგოლების საშუალებით აშუქებს იმ პერსპექტივებს, რომლებიც ახალგაზრდებს თავთავიანთ ქვეყნებში მნიშვნელოვანი უნარების განვითარების მხრივ აქვთ. კამპანიის ფარგლებში ETF დაუკავშირდა 16-იდან 28 წლამდე ახალგაზრდებს, რათა გაეგო, როგორ აფასებენ ისინი თავიანთი ქვეყნების ძალისხმევას, მხარი დაუჭირონ ახალგაზრდების უნარების განვითარებას. 

კამპანია 2024 წლის აპრილამდე გაგრძელდება და უნარებისა და შესაძლებლობების ფართო სპექტრს მოიცავს.

საქართველოდან კამპანიის კონტრიბუტორი მარიამ ქეცბაიაა, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანეს უნარებს კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა წარმოადგენს.

უნარების ევროპული წელი ევროპის მასშტაბით უწყობს ხელს უნარების განვითარებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, ტრენინგებში ინვესტირებას და უნარების შესაბამისობას დამსაქმებელთა მოთხოვნებთან. ის, ამასთან, იზიდავს ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც საჭირო უნარები აქვთ.

ETF ევროკავშირში მოქმედი სააგენტოა, რომელიც სამეზობლოს ქვეყნებს განათლების, ტრენინგისა და შრომის ბაზრის სისტემების რეფორმირებაში ეხმარება. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

#MySkills4You კამპანია

MySkills4You — ვიდეორგოლები



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,