EU4IM საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროექტებს 100,000 ევრომდე თანხით დააფინანსებს — შეიტანეთ განაცხადი 9 ივლისამდე
ივნისი 28, 2023

EU4IM საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროექტებს 100,000 ევრომდე თანხით დააფინანსებს — შეიტანეთ განაცხადი 9 ივლისამდე


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, EU4 Independent Media („ევროკავშირი დამოუკიდებელი მედიისთვის“), საგამოძიებო ჟურნალისტიკის მხარდამჭერ პროგრამაზე განაცხადების შეტანის ვადა 9 ივლისს იწურება. 

პროგრამის სამიზნე ქვეყნებია საქართველო, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი და უკრაინა და მისი ამოცანა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემებზე ეფექტიანი და გავლენის მომხდენი გამოძიებების ჩატარების ხელშეწყობაა. გამოძიება შეიძლება შეეხებოდეს ისეთ თემებს, როგორიცაა კორუფცია და ფინანსური დანაშაული, ორგანიზებული დანაშაული; საზოგადოებრივი უსაფრთხოება და უშიშროება, დემოკრატია და ადამიანის უფლებები; გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა და სხვა. 

თითოეული პროექტისთვის განსაზღვრული ბიუჯეტის მაქსიმალური ოდენობა 100,000 ევროს შეადგენს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი ონლაინ სააპლიკაციო ფორმით. დეტალებისთვის გაეცანით კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებს და ხშირად დასმულ კითხვებს. განაცხადის შევსებისას გაჩენილი ნებისმიერი სხვა კითხვა შეგიძლიათ გაგზავნოთ მეილზე: [email protected]   

დამატებითი ინფორმაცია

კონკურსის დეტალები და ხშირად დასმული კითხვები

კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები

სააპლიკაციო ფორმა



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,