საერთო წარსულის გააზრება:  EU4Dialogue საზაფხულო სკოლაში სამხრეთკავკასიელ და მოლდოველ ისტორიკოსებს იწვევს 
აპრილი 21, 2023

საერთო წარსულის გააზრება:  EU4Dialogue საზაფხულო სკოლაში სამხრეთკავკასიელ და მოლდოველ ისტორიკოსებს იწვევს 


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Dialogue პროექტი სამხრეთკავკასიელი და მოლდოველი ახალგაზრდა ისტორიკოსებისათვის საზაფხულო სკოლას აწყობს. საზაფხულო სკოლა, „ისტორია vs. ისტორიები: ინტერაქტიური მიდგომა საერთო წარსულის გასააზრებლად“,  2023 წლის 12-18 აგვისტოს ფინეთის ქალაქ ტამპერეს მახლობლად ჩატარდება.

კონკურსს პროექტი, „EU4Dialogue: საზღვრებსშორისი გაცვლების გაუმჯობესება განათლებისა და კულტურის საშუალებით“, და ტამპერეს უნივერსიტეტში არსებული მშვიდობის კვლევების ინსტიტუტი (TARPI) აცხადებენ. 

საგანმანათლებლო ინიციატივის მიზანია, ხელი შეუწყოს სამხრეთკავკასიელ და მოლდოველ მომავალ თუ დამწყებ ისტორიკოსებს შორის გაცვლებს, კავშირების დამყარებასა და თანამშრომლობას.  ამ გზით ახალბედა მკვლევრები მიიღებენ პროფესიულ გამოცდილებას და გაიღრმავებენ ცოდნას ისტორიის სწავლის, სწავლებისა თუ წარმოჩენის ალტერნატიულ მეთოდებზე. საზაფხულო სკოლის მიერ შეთავაზებული სასწავლო თემები მათ დაეხმარება, დაძლიონ კონფლიქტის გამომწვევი ნარატივები და ისტორიას არაკონფლიქტური რაკურსებიდან შეხედონ. 

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ისტორიასთან დაკავშირებულ დისციპლინებში მომუშავე მაღალ საფეხურზე მყოფ მაგისტრანტებს ან დოქტორანტებს (1-ელი ან მე-2 წელი) სამხრეთ კავკასიიდან და მოლდოვიდან (მათ შორის კონფლიქტებით დაზარალებული რეგიონებიდან). კანდიდატებს ინგლისურ ენაზე სწავლა და კომუნიკაცია უნდა შეეძლოთ.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის ყველა საფასურს, მათ შორის სამგზავრო, საცხოვრებელ, კვების და ექსკურსიების ხარჯებს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი სრულად დაფარავს.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 8 მაისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მაისი 8, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,