დარეგისტრირდით და მიიღეთ მონაწილეობა 2022 წლის EU4Youth დღეებში!
სექტემბერი 26, 2022

დარეგისტრირდით და მიიღეთ მონაწილეობა 2022 წლის EU4Youth დღეებში!


წლევანდელი EU4Youth დღეები 11-12 ოქტომბერს გაიმართება და მასზე დასასწრებლად რეგისტრაციის გავლა უკვე შესაძლებელია. ღონისძიებაზე პირველად შეიკრიბებიან ახალგაზრდა მუშაკები, პოლიტიკოსები და მკვლევრები ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის და სამხრეთ სამეზობლოს რეგიონებიდან, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან და თურქეთიდან. 

ორი დღის განმავლობაში ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკაში, მათი დასაქმება თუ სამეწარმეო შესაძლებლობები და მწვანე და ციფრული გარდაქმნა. ევროპის ახალგაზრდობის წელი 2022 ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების როლი უკეთესი, მეტად მწვანე, ინკლუზიური და ციფრული მომავლის შექმნაში.

EU4Youth დღეების პირველი დღე ბრიუსელში გაიმართება და მასზე ონლაინ დასწრებას მხოლოდ რეგისტრირებული მონაწილეები შეძლებენ. ამ დღეს სამივე რეგიონის წარმომადგენლები განიხილავენ იმას, თუ როგორაა შესაძლებელი ახალგაზრდებთან პარტნიორული ურთიერთობების აგება და მათთვის მნიშვნელოვანი გამოწვევების ერთიანი ძალებით გადაჭრა. 

ღონისძიების მეორე დღე სრულად ონლაინ რეჟიმში გაიმართება. ვირტუალური სესიის მონაწილეები ევროკავშირსა და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ თემებზე ისაუბრებენ.

ეწვიეთ  EU4Youth დღეების ვებსაიტს, რათა გაიგოთ მეტი და დარეგისტრირდეთ ღონისძიებაზე ონლაინ დასასწრებლად. 

დამატებითი ინფორმაცია 

EU4Youth დღეები



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,