CENN ქართველი ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო მონაწილეობის სასწავლო პროგრამას იწყებს 
ივნისი 21, 2022

CENN ქართველი ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო მონაწილეობის სასწავლო პროგრამას იწყებს 


კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ევროკავშირის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს 6-თვიან სასწავლო პროგრამაში ჩასართავად. კონკურსი განკუთვნილია 18-30 წლის ახალგაზრდებისთვის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან. 

სამოქალაქო ჩართულობის სასწავლო პროგრამის მიზანია, ადგილობრივ დონეზე დაუჭიროს მხარი ახალგაზრდებს და დაეხმაროს მათ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევაში. 

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გადამზადდებიან ისეთი სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა პროექტების წერა, კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, ადვოკატირება, რესურსების მობილიზება და სხვა. გარდა ამისა, ისინი პროექტების შესამუშავებლად მენტორებთან და ექსპერტებთან ითანამშრომლებენ.

პროგრამა შედგება 4 ნაწილისაგან:

  • სამოქალაქო განათლების ბანაკი: 2023 წლის 8-13 აგვისტო;
  • მენტორინგი: 2022 წლის სექტემბერი;
  • პროექტების დაფინანსება და განხორციელება: 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის იანვრამდე;
  • შემაჯამებელი ვორქშოფი: 2023 წლის თებერვალი.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 26 ივნისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ივნისი 26, 2022

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,