კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ევროკავშირის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს 6-თვიან სასწავლო პროგრამაში ჩასართავად. კონკურსი განკუთვნილია 18-30 წლის ახალგაზრდებისთვის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან.
სამოქალაქო ჩართულობის სასწავლო პროგრამის მიზანია, ადგილობრივ დონეზე დაუჭიროს მხარი ახალგაზრდებს და დაეხმაროს მათ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევაში.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გადამზადდებიან ისეთი სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა პროექტების წერა, კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, ადვოკატირება, რესურსების მობილიზება და სხვა. გარდა ამისა, ისინი პროექტების შესამუშავებლად მენტორებთან და ექსპერტებთან ითანამშრომლებენ.
პროგრამა შედგება 4 ნაწილისაგან:
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 26 ივნისი.
დამატებითი ინფორმაცია
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,