ახალგაზრდული გაცვლა, „ახალგაზრდა მეწარმეები“  მონაწილეებს საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან იწვევს
აპრილი 22, 2022

ახალგაზრდული გაცვლა, „ახალგაზრდა მეწარმეები“  მონაწილეებს საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან იწვევს


ახალგაზრდებს საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ „ახალგაზრდა მეწარმეთა“ გაცვლაში, რომელსაც მხარს პროგრამა Erasmus+ უჭერს და ევროკავშირი აფინანსებს.  

გაცვლა დაგეგმილია ბაკურიანში და 12-დან 19 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

პროექტის მიზანია იმ  პირადი თვისებების და სამეწარმეო უნარების განვითარება, რომლებიც წარმატებულ მეწარმედ ჩამოყალიბებისთვისაა აუცილებელი. მონაწილეებს ასევე ასწავლიან ბიზნეს-იდეების ანალიზსა და შემუშავებას და დაეხმარებიან ციფრული კომპეტენციების განვითარებაში.

საკონკურსო განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 8 მაისი. 

მსურველებმა განაცხადები უნდა გაგზავნონ ევროინიციატივების ცენტრში ელექტრონული ფოსტის საშუალებით  ([email protected]). მეილში მათ ასევე უნდა მიუთითონ საკუთარი დაბადების თარიღი, საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო დეტალები.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს

აპრილი 19, 2024

ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,