ახალგაზრდებს საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ „ახალგაზრდა მეწარმეთა“ გაცვლაში, რომელსაც მხარს პროგრამა Erasmus+ უჭერს და ევროკავშირი აფინანსებს.
გაცვლა დაგეგმილია ბაკურიანში და 12-დან 19 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.
პროექტის მიზანია იმ პირადი თვისებების და სამეწარმეო უნარების განვითარება, რომლებიც წარმატებულ მეწარმედ ჩამოყალიბებისთვისაა აუცილებელი. მონაწილეებს ასევე ასწავლიან ბიზნეს-იდეების ანალიზსა და შემუშავებას და დაეხმარებიან ციფრული კომპეტენციების განვითარებაში.
საკონკურსო განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 8 მაისი.
მსურველებმა განაცხადები უნდა გაგზავნონ ევროინიციატივების ცენტრში ელექტრონული ფოსტის საშუალებით (iryna.novak.cei@gmail.com). მეილში მათ ასევე უნდა მიუთითონ საკუთარი დაბადების თარიღი, საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო დეტალები.
დამატებითი ინფორმაცია
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,