არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროფესიონალები ბავშვის უფლებების შესახებ სპეციალიზებულ ცოდნას დაეუფლნენ
მარტი 23, 2022

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროფესიონალები ბავშვის უფლებების შესახებ სპეციალიზებულ ცოდნას დაეუფლნენ


საქართველოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 50-ზე მეტმა პროფესიონალმა ოთხდღიან სასწავლო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. ცოდნისა და უნარების ასამაღლებელი პროგრამა კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან, ასევე ძალადობაგანცდილ და დანაშაულის მოწმე ბავშვებთან მუშაობის საკითხებს მიეძღვნა.  

პროგრამა ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროფესიონალების სპეციალიზაციის ხელშემწყობი ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში იყო ორგანიზებული. ტრენინგი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან პარტნიორობით განხორციელდა. 

მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ექსპერტები სიღრმისეულად იცნობდნენ განრიდების მექანიზმს, რომელიც სისხლის სამართლის წარმოების ალტერნატივად გამოიყენება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ქვაკუთხედია. ეს მექანიზმი აძლევს ბავშვებს შესაძლებლობას, გააცნობიერონ თავიანთი ქმედებების შედეგები და მიიღონ მხარდაჭერა, რომელიც მათ დაეხმარება, აღარ ჩაიდინონ დანაშაული განმეორებით. 

ტრენინგი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სამწლიანი პროექტის, „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“, ფარგლებში განხორციელდა. მისი მიზანია პროფესიონალთა კვალიფიკაციის ამაღლება ცენტრალურ თუ მუნიციპალურ დონეზე და საქართველოში მცხოვრები ბავშვებისა და მათი ოჯახების დახმარება და დაცვა. 

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,