ახალი ონლაინ ინსტრუმენტი მასწავლებელთა ციფრულ უნარებს გააუმჯობესებს
ოქტომბერი 7, 2021

ახალი ონლაინ ინსტრუმენტი მასწავლებელთა ციფრულ უნარებს გააუმჯობესებს


ევროკავშირმა მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ევროკავშირსა და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე მასწავლებლებისთვის ახალი ონლაინ ინსტრუმენტი აამოქმედა. მისი მეშვეობით, მასწავლებლებს შეეძლებათ გააანალიზონ, როგორ იყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს სწავლების პროცესში. 

ინსტრუმენტის, „SELFIEforTEACHERS“ გამოყენებისას მასწავლებლები რიგ კითხვებს გასცემენ პასუხს, რაც მათ საკუთარი ციფრული კომპეტენციების შეფასებაში დაეხმარება. ამ გზით ასევე განისაზღვრება, ესაჭიროებათ თუ არა მათ დამატებითი ტრენინგი და მხარდაჭერა.

მასწავლებლებს ინსტრუმენტის გამოყენება შეეძლებათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად  — სკოლის, რეგიონის ან ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნული დაეხმარება დაგეგმვის პროცესს სკოლებში, სასკოლო ქსელებში, მასწავლებელთა საგანმანათლებლო დაწესებულებებში და განათლების სისტემის ადგილობრივ ორგანიზაციებში.

ინსტრუმენტი ხელმისაწვდომია ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სლოვენიურ ენებზე, მომდევნო რამდენიმე კვირაში კი მათ ევროკავშირის ყველა ოფიციალური ენა დაემატება. ინსტრუმენტის, SELFIEforTEACHERS კითხვებზე გაცემული ყველა პასუხი ანონიმურია, ხოლო პერსონალური მონაცემები არავისთან არ  ზიარდება. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

SELFIEforTEACHERS ინსტრუმენტი

ინფოგრაფიკა: SELFIEforTEACHERS 



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,