ჩვენ ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ვართ

შემოგვიერთდი

ჩვენი ძალა მოქმედებაში და მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლის სურვილშია. ჩვენ ვსწავლობთ, ვვითარდებით და გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს. და შენც გეპატიჟებით, რომ შემოგვიერთდე!

ჩვენ შესახებ

ძალიან ვამაყობ, რომ ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ვარ. ჩვენ საკუთარ თავებს შემოკლებით “YEAs”-ს ვუწოდებთ. ესაა შემოქმედებითი მოხალისეების ენერგიული ქსელი, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ევროკავშირიდან და გაერთიანებული სამეფოდან.

ირინა – ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ევროკავშირიდან

ჩვენ უამრავ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ! ჩვენ ვავრცელებთ ინფორმაციას ევროკავშირზე და ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომ შესაძლებლობებზე. მე ძალიან მიყვარს ეს ქსელი, რადგან ის თანატოლებთან დაახლოებისა და დამეგობრების შანსს გვაძლევს.

სოფი - ახალგაზრდა ევროპელი ელჩი სომხეთიდან

ჩვენი საქმიანობა

ჩვენ ვაღწევთ რეალურ შედეგებს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებისთვის ყურადღების მიპყრობის გზით, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა. ჩვენი ძალა განსხვავებული კულტურებისა და იმ ყველაფრის დაფასებაშია, რაც უნიკალურებად გვაქცევს.

ფრეია – ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ევროკავშირიდან

ჩვენ ადგილობრივ თემებს ვეხმარებით და ამ გზით მოგვაქვს რეალური სარგებელი. ჩვენ ვმართავთ სამუშაო შეხვედრებს, ღონისძიებებს, ფილმის ჩვენებებსა და ქუჩის აქციებს. ჩვენ ვსტუმრობთ სკოლებს, უნივერსიტეტებს, გამოფენებს. ჩვენ კულინარიულ რეცეპტებსაც კი გთავაზობთ… სია უსასრულოა!

რაფაელი - ახალგაზრდა ევროპელი ელჩი აზერბაიჯანიდან

როგორ ვივითარებთ უნარებს?

მე ყველა შესაძლო მიმართულებით განვვითარდი. ჩვენთან ამისთვის უამრავი შესაძლებლობაა, მათ შორის საჯარო გამოსვლები, სტატიების წერა, ღონისძიებების ორგანიზება, ევროკლუბები და მულტიმედიური კონტენტის შექმნა. და ჩვენი ქსელი შენი ქსელიცაა – ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ახალ იდეებს!

ვალერია – ახალგაზრდა ევროპელი ელჩი მოლდოვიდან

ადგილობრივ, ეროვნულ, რეგიონულ თუ საერთაშორისო დონის ღონისძიებებში მონაწილეობით, მე ვისწავლე, როგორ ვისაუბრო საჯაროდ მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, ახლო მეგობრებიც შევიძინე.

ლუკა - ახალგაზრდა ევროპელი ელჩი საქართველოდან

ატომ უნდა შემოგვიერთდე?

ძალიან გამიმართლა, რომ ამ რთულ დროში ჩემი ქვეყნის სახელით საუბრის შესაძლებლობა მომეცა. მე ბევრი რამ ვისწავლე და დავრწმუნდი, რომ ჩემს ხმას ნამდვილი ძალა აქვს. მე გეპატიჟები იქ, სადაც შენც შეძლებ ცვლილების მოტანას!

#StrongerTogether

ნატალიია – ახალგაზრდა ევროპელი ელჩი უკრაინიდან

რა ხდება განაცხადის შემოტანის მერე?

გინდა, გაიგო მეტი? დაგვიკავშირდი: [email protected]