ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, „ქალები ტექნოლოგიაში“, გენდერზე, დასაქმებასა და მიგრაციაზე კონფერენციას მართავს
ივნისი 4, 2024

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, „ქალები ტექნოლოგიაში“, გენდერზე, დასაქმებასა და მიგრაციაზე კონფერენციას მართავს


ვილნიუსში მდებარე ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის (EHU) გენდერის კვლევების ცენტრი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „ქალები ტექნოლოგიაში“, ფარგლებში კონფერენციას მართავს. კონფერენცია სახელად The Promise of (Un)Happiness? Gender, Labour, and Migration ( „ბედნიერება/უბედურების პირობა? გენდერი, დასაქმება და მიგრაცია“) 17-18 სექტემბერს ვილნიუსში ჰიბრიდული ფორმატით ჩატარდება. 

კონფერენცია იმ ღონისძიებათა სერიის ნაწილია, რომელიც დასაქმების სხვადასხვა ასპექტს  ქალებთან და ტექნოლოგიასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით მიმოიხილავს. კონფერენციის ერთ-ერთი თემა იქნება ქალები ინფორმაციული ტექნოლოგიის (IT) სფეროში და შესაბამისი შრომის ბაზრის ტრანსნაციონალიზაცია მიგრაციის კონტექსტში. 

კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ ქალთა მიგრაციის სფეროში არსებულ გამოწვევებს ომის, ჰუმანიტარული კრიზისისა და პოლიტიკური არეულობის პირობებში, მიგრაციის გავლენას ქალთა პროფესიულ იდენტობაზე, კარიერულ გზებს, სამუშაო პირობებსა და სხვა საკითხებს. 

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ სხვადასხვა სფეროში (გენდერის კვლევები, სოციოლოგია, ისტორია, ანთროპოლოგია, კულტურის კვლევები, სამართალი, მედიის კვლევები, ხელოვნება და სხვა) მომუშავე და განსხვავებული თეორიული პერსპექტივებისა და ინტერდისციპლინური მიდგომების მქონე მკვლევრებს.  

კონფერენციაზე დასწრება უფასოა. მონაწილეები თავად დაფარავენ ვილნიუსში მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს. თუმცა ორგანიზატორები აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მცხოვრებ მონაწილეებს სთავაზობენ მგზავრობის (300 ევრომდე) და ვილნიუსში სასტუმროში დარჩენის საფასურის დაფარვას.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 ივლისი.

EHU-ს გენდერის კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებული და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივა, „ქალები ტექნოლოგიაში“, ინფრასტრუქტურული საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტია. მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს ქალებს IT-ში, წაახალისოს კვლევა ტექნოლოგიისა და ფემინიზმის კვეთაზე და ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას მაღალი ტექნოლოგიების სფეროში. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ივლისი 10, 2024

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,