EU4Youth ახალგაზრდულ ორგანიზაციებს დაფინანსების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს
მაისი 17, 2024

EU4Youth ახალგაზრდულ ორგანიზაციებს დაფინანსების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, „EU4Youth: ახალგაზრდობის ჩართულობა და გაძლიერება“, საქართველოში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს.

მცირე საგრანტო სქემის მიზანი ახალგაზრდული საქმიანობის ხარისხისა და გავლენის გაძლიერებაა. ახალგაზრდულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ევალებათ, წარადგინონ ინოვაციური ზომები და პრაქტიკები, რომლებიც განსაკუთრებით იმ ახალგაზრდების გააქტიურებას უწყობს ხელს, რომლებიც ცენტრებიდან მოშორებულ და ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში ცხოვრობენ.

საქართველოდან წარდგენილი საპროექტო განაცხადები უნდა შეეხებოდეს შემდეგ სფეროებს: 

  • კლიმატის ცვლილება და გარემოსდაცვა;
  • ნაკლები შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების ჩართულობა.

თითოეული პროექტისთვის გრანტის მოცულობამ არ უნდა გადააჭარბოს 15,000 ევროს

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაციამ 2024 წლის 26 ივნისამდე უნდა წარადგინოს საპროექტო განაცხადი, ბიუჯეტი, პროექტში მონაწილეთა CV-ები და არასამთავრობო ორგანიზაციის რეგისტრაციის სერტიფიკატი. 

დამატებითი ცნობებისთვის, გთხოვთ, გადმოწეროთ მცირე საგრანტო სქემის გზამკვლევი, რომელშიც მოცემულია საკონკურსო დოკუმენტაციის წარსადგენად საჭირო საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. 

გრანტებთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ეროვნულ კოორდინატორს საქართველოში: [email protected]

საგრანტო კონკურსით გათვალისწინებული დაფინანსება გაიცემა პროექტის, „EU4Youth: ახალგაზრდობის ჩართულობა და გაძლიერება“, ფარგლებში. პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერაციული სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. 

დამატებითი ინფორმაცია

გზამკვლევი საქართველოსთვის

დანართი I — საპროექტო განაცხადის ფორმა 

დანართი II — საბიუჯეტო განაცხადის ფორმა

დახურვის თარიღი:

ივნისი 26, 2024

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,