ტრენინგ-მოდული ინკლუზიურ ახალგაზრდულ საქმიანობაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
თებერვალი 2, 2021

ტრენინგ-მოდული ინკლუზიურ ახალგაზრდულ საქმიანობაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში


ტრენინგ-მოდული, „ინკლუზია ახლა!“, იყენებს ინტერაქციულ და ემპირიულ მეთოდებსა და მიდგომებს და ის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახალგაზრდულ საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართვის, თანასწორუფლებიანობისა და მრავალფეროვნების წახალისებას უჭერს მხარს. 

მისი მიზანია, გააღრმაოს ახალგაზრდული მუშაკების, განმანათლებლებისა და ტრენერების ცოდნა თანასწორუფლებიანობაზე, მრავალფეროვნებასა და ჩართულობაზე. ამისათვის ტრენინგის მონაწილეებს მოდული მოამარაგებს სტრატეგიებითა და რეკომენდაციებით, რომლებიც ახალგაზრდა პროფესიონალებს თავიანთ ორგანიზაციებში და ახალგაზრდებთან მუშაობისას მეტად ინკლუზიური და მრავალფეროვანი გარემოს შექმნაში დაეხმარება. 

ტრენინგ-მოდული 12 სესიისგან შედგება და თან ახლავს სასწავლო მასალა, პრეზენტაციები, ვიდეოები და სავარჯიშოები. სესიები მონაწილეებს აცნობს თანასწორუფლებიანობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის ზოგად პრინციპებს და ეხმარება მათ, ამოიცნონ, გაიაზრონ და განავითარონ გზები, რომლებიც ახალგაზრდულ საქმიანობას მეტად ინკლუზიურს გახდის. ის ასევე იძლევა გადაწყვეტებსა და დარიგებებს, თუ როგორ უნდა დაიწყო ადვოკატირება და სამოქმედო გეგმის შემუშავება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახალგაზრდათა ჩართულობის წასახალისებლად. 

კურსი პროექტის, „ინკლუზია ახლა! ინკლუზიური ახალგაზრდული საქმიანობის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, ნაწილია. ინიციატივას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირში დაფუძნებული 8 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის კონსორციუმი ახორციელებს. პროექტს უძღვება არასამთავრობო ორგანიზაცია, „სომხური პროგრესული ახალგაზრდობა“, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის გრანტების ხელახლა გაცემის სქემის (FSTP) მხარდაჭერით, რომელსაც ევროკავშირი რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების დახმარების ფარგლებში აფინანსებს. 

ტრენინგ-მოდულის გადმოწერა უკვე შესაძლებელია. 

დამატებითი ინფორმაცია

ტრენინგ-მოდული

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,