ვაკანსია საქართველოში EU4Environment პროგრამის სუბრეგიონული ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე
თებერვალი 18, 2022

ვაკანსია საქართველოში EU4Environment პროგრამის სუბრეგიონული ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე


„EU4Environment — წყლის რესურსების და გარემოსდაცვითი მონაცემების პროგრამის“ განმახორციელებელი პარტნიორები სუბრეგიონული ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე ეძებენ პირს, რომელიც თბილისში იმუშავებს. 

კონტრაქტორს თბილისში განთავსებული სუბრეგიონული ოფისის მართვა და პროგრამის აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში განხორციელების მხარდაჭერა დაეკისრება. ეს განხორციელდება სუბრეგიონში ადგილობრივი წარმომადგენლების და განმახორციელებელი პარტნიორების მუდმივი მხარდაჭერით, რაც ყოველგვარი ადმინისტრაციული და ფინანსური პროცესების მართვასაც მოიცავს. 

ვაკანსიით გათვალისწინებული სამუშაო პროცესის დაწყება დაგეგმილია 2022 წლის აპრილში და ის 2024 წლის აგვისტომდე გაგრძელდება. 

კონტრაქტის მაქსიმალური მოცულობა 40,000 ევროა. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 14 მარტი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,