ვაკანსია ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოში: შესყიდვებისა და მომარაგების ასისტენტი
იანვარი 30, 2026

ვაკანსია ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოში: შესყიდვებისა და მომარაგების ასისტენტი


ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნომ გამოაცხადა განაცხადების მიღება შესყიდვებისა და მომარაგების ასისტენტის პოზიციაზე ვენაში, ავსტრია.

ასისტენტი უზრუნველყოფს შესყიდვების, ლოგისტიკურ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას შესყიდვების სრული ციკლის განმავლობაში, მათ შორის ტენდერების მომზადებას, კონტროლს კონტრაქტის შესრულებაზე, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვას და შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციას.

განმცხადებელს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი საუნივერსიტეტო ხარისხი და მინიმუმ ორწლიანი პროფესიული გამოცდილება, უნდა იყოს დეტალებზე ორიენტირებული და შესანიშნავად ფლობდეს ინგლისურ ენას. კანდიდატს უნდა ჰქონდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ან ხელშეკრულებაში მონაწილე  ნებისმიერი ქვეყნის (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) მოქალაქეობა.

პოზიცია შემოთავაზებულია სამწლიანი კონტრაქტით, განახლებადი პირობებით, გადასახადისგან გათავისუფლებული ხელფასით 3,279 ევრო თვეში. სავარაუდო დაწყების თარიღია 2026 წლის აპრილი, ხოლო განაცხადები მიიღება
2026 წლის 22 თებერვლამდე.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

თებერვალი 22, 2026

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,