ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს
ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს


რუმინული ორგანიზაციის, Fundația Națională pentru Tineret (FNT) პროექტი, „მიკუთვნებულობის ბილიკები“ (Pathways to Belonging), 18-30 წლის მოხალისეებს ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად იწვევს. 

მოხალისეობრივი საქმიანობა 2026 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 28 სექტემბრამდე პერიოდში რუმინეთის ქალაქ პლოიეშტიშია დაგეგმილი. 

ინიციატივა ევროპის სოლიდარობის კორპუსის (ESC) პრიორიტეტებს ეფუძნება, აღრმავებს სოციალურ ინკლუზიას, კულტურულ გაცვლასა და ეკონომიკურ თანასწორობას, რა მიზნითაც ხელს უწყობს თემთა მდგრადობისა და ახალგაზრდების მიერ მართული სამოქალაქო საქმიანობის გაძლიერებას. პროექტი ახალგაზრდა ლტოლვილების გადაუდებელი საჭიროებების მოგვარებაზე კონცენტრირდება და მიზნად ისახავს ისეთი პრობლემების გადაჭრას, როგორიცაა ენობრივი ბარიერები, სოციალური იზოლაცია და საჭირო უნარების არქონა. 

მოხალისეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან. მოხალისე უნდა იყოს ცნობისმოყვარე და შემოქმედებითი ადამიანი, უნდა ფლობდეს Canva-ში მუშაობის ან დიზაინის ბაზისურ უნარებს, უნდა უყვარდეს წერა და ამბის თხრობა, ჰქონდეს გარკვეული წარმოდგენა ვებსაიტების მართვაზე ან ციფრულ ხელსაწყოებზე და მოსწონდეს კვლევა და ახალი იდეების აღმოჩენა. 

ორგანიზატორები დაფარავენ საცხოვრებლის ხარჯს, საკვებისთვის განკუთვნილ 5 ევროს ყოველდღიურად და ჯიბის ფულისთვის განკუთვნილ 4 ევროს ყოველდღიურად. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 25 ივლისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ივლისი 25, 2026


ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,