უნარების ევროპული წელი:  საჯარო სექტორში მონაცემთა მართვის უნარების თემაზე საუბრების სერია გაიმართება
ივნისი 8, 2023

უნარების ევროპული წელი:  საჯარო სექტორში მონაცემთა მართვის უნარების თემაზე საუბრების სერია გაიმართება


უნარების ევროპული წლის ფარგლებში, ევროკომისიის ინოვაციების ლაბორატორია (iLab) ივნისისა და ივლისის განმავლობაში საუბრების სერიას (iTalks) გამართავს. საუბრები შეეხება მონაცემთა წიგნიერებასთან დაკავშირებულ ინიციატივებს, რომელთა მიზანიც საჯარო სექტორში ინოვაციების მხარდაჭერაა. 

საუბრებს მონაცემთა წიგნიერების ათი ექსპერტი გაუძღვება. ისინი განმარტავენ, თუ რა გზებითაა შესაძლებელი ციფრული უნარების, კერძოდ კი მონაცემთა მართვის უნარების, დეფიციტის პრობლემის გადაჭრა.

სერიაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც დაინტერესებულია ამ საკითხებზე ინფორმაციის მიღებით. ისინი შეიძლება წარმოადგენდნენ ისეთ ინსტიტუტებს, როგორებიცაა საჯარო მმართველობები (ადგილობრივ, რეგიონულ და სახელმწიფო დონეზე), ევროპული ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები თუ აკადემიური სფერო, ან შეიძლება იყვნენ რიგითი, დაინტერესებული მოქალაქეები.

14 ივნისიდან 5 ივლისამდე პერიოდში სულ ექვსი საუბარი ჩატარდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დღის წესრიგი და სარეგისტრაციო ფორმა

დახურვის თარიღი:

ივლისი 5, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,