ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმმა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ციფრული კომპეტენციის ასამაღლებელი კურსი შეიმუშავა.
„ციფრული კომპეტენცია სსო-ებისთვის“ ჰიბრიდული კურსია და ონლაინ და ფიზიკურ შეხვედრებს მოიცავს. ის შედგება დიაგნოსტიკური ონლაინსესიებისგან, პირისპირ ჩატარებული სემინარებისგან და პრაქტიკული ინდივიდუალური წვრთნებისგან.
სსო-ები შეძლებენ ისეთ პრიორიტეტულ საჭიროებებზე კონცენტრირებას, როგორიცაა მონაცემებზე წვდომისა და მათი გამოყენების გაუმჯობესება, ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციისთვის და კიბერუსაფრთხოების გაძლიერება.
კურსი, ძირითადად, გამიზნულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მენეჯერების/პერსონალის/მოხალისეებისთვის, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ის, თუ როგორ მართავს ორგანიზაცია მონაცემებს და იყენებს ტექნოლოგიებს. მონაწილეები შეიძლება იყვნენ როგორც დამწყები, ასევე საშუალო დონის პრაქტიკოსები. მათ, ამასთან, მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 4 ოქტომბერი.
კურსი დაიწყება 18 ოქტომბერს და დასრულდება 2023 წლის ბოლოსათვის.
ორდღიანი “პირისპირ” სემინარი მოეწყობა სხვადასხვა ადგილას: სავარაუდოდ, ერევანში (9-10 ნოემბერი), თბილისში (20-21 ნოემბერი), კიშინიოვში (23-24 ნოემბერი) და კიევში (23- 24 ნოემბერი). მონაწილეებს მიიწვევენ მხოლოდ ერთ სემინარზე, რომლის ადგილმდებარეობასაც ორგანიზატორები განსაზღვრავენ.
დამატებითი ინფორმაცია
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,