სტაჟირება ევროკომისიაში — შეიტანეთ განაცხადი 31 იანვრამდე 
იანვარი 10, 2023

სტაჟირება ევროკომისიაში — შეიტანეთ განაცხადი 31 იანვრამდე 


ევროკომისიამ გახსნა რეგისტრაცია სტაჟირებაზე, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში დაიწყება.

სტაჟირების პროგრამა, Blue Book, პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას ევროკავშირის დირექტორატებში, ინსტიტუტებსა და სააგენტოებში ანაზღაურებადი სტაჟირების შეთავაზებით იძლევა. სტაჟირების გავლა შესაძლებელია ბრიუსელში, ლუქსემბურგში ან ევროკავშირის ნებისმიერ სხვა ქალაქში, სადაც ევროკავშირის სააგენტოები მდებარეობს.

კონკურსი უპირატესად ევროკავშირის მოქალაქეებისთვისაა გამოცხადებული, მაგრამ ადგილების შეზღუდული რაოდენობა არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაცაა გამოყოფილი.

განაცხადის შეტანა შეგიძლიათ, თუ ხართ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნებისმიერ დისციპლინაში, არ გაქვთ ექვს კვირაზე მეტი ხნის სამუშაო გამოცდილება ევროკავშირის ინსტიტუტებში, ორგანიზაციებში, სააგენტოებსა თუ წარმომადგენლობებში და კარგად ფლობთ ინგლისურ, გერმანულ ან ფრანგულ ენას.

განაცხადების შეტანის ბოლოო ვადაა 2023 წლის 31 იანვარი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

იანვარი 31, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,