შესანიშნავი შესაძლებლობა საქართველოს მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოებისთვის
მარტი 20, 2026

შესანიშნავი შესაძლებლობა საქართველოს მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოებისთვის


გაეროს განვითრების პროგრამამ (UNDP) გამოაცხადა კონკურსი, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ მისი პროექტის „ბაზრებზე ინკლუზიური წვდომა“ (IA2M) ფარგლებში.

კონკურსი სახელწოდებით Innovation Challenge Call (ICC) მიზნად ისახავს საქართველოს მომსახურების სექტორში დასაქმებული 10-მდე მცირე და საშუალო საწარმოს განსაზღვრას და თანადაფინანსებას. ამ ინიციატივის მიზანია მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო საწარმოებს, რომელთა საქმიანობა უკავშირდება ინოვაციური და/ან არასაკმარისად გამოყენებული მიდგომების განვითარებას, გამოცდას ან გამოყენებას ევროკავშირის და ევროპის ქვეყნების ბაზრებზე ექსპორტის  წინაშე მდგარი ძირითადი ბარიერების დასაძლევად.

შერჩეული მცირე და საშუალო საწარმოები მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას საკუთარი იდეების პილოტირებისა და მასშტაბირებისთვის არასაკმარისად გამოყენებული ბიზნეს-სტრატეგიების, ინსტრუმენტების და მეთოდების გამოყენებით. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს პრაქტიკული ხედვების და განმეორებადი/აღწარმოებადი მოდელების გენერირებას, რაც საბოლოოდ გააძლიერებს მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტის უფრო ვრცელ ეკოსისტემას საქართველოში.

უფრო ზოგადად, კონკურსის მიზანია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა, ქვეყანაში ინოვაციების სტიმულირება და კერძო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის გაძლიერება, რაც მთლიანობაში საქართველოს ეკონომიკას სარგებელს მოუტანს.

ინოვაციის პრიზის ოდენობაა 50,000 ლარი (თითოეულ მცირე და საშუალო საწარმოზე).

ამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი (ინდივიდუალური მეწარმეების გარდა) საქართველოში რეგისტრირებული უნდა იყოს მცირე ან საშუალო საწარმოდ, რომელიც ფუნქციონირებდა განაცხადის წარდგენის თარიღამდე მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში. განმცხადებელმა მცირე და საშუალო საწარმომ მომსახურება უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 16 აპრილი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აპრილი 16, 2026

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,