ევროკავშირის „შემოქმედებით ევროპის“ პროგრამამ (სექტორთაშორისი მიმართულება) გამოაცხადა მე-6 ყოველწლიური კონკურსი წინადადებების წარსადგენად საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში საინფორმაციო მედია ორგანიზაციებს შორის, რომლებიც უმთავრესად ინოვაციურ ბიზნეს-მოდელებსა და/ან ჟურნალისტურ პროექტებზე მუშაობენ ევროპის მასშტაბით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ორგანიზაციებს საქართველოდან და უკრაინიდან.
კონკურსის მიზანია დაეხმაროს ევროპულ საინფორმაციო მედიას მეტი სტაბილურობისა და მოქნილობის მიღწევაში, რაც კონკრეტულად საერთაშორისო მედია-თანამშრომლობის მხარდაჭერის გზით უნდა განხორციელდეს.
ამ კონკურსის ფარგლებში მედია-ორგანიზაციების ტრანსნაციონალურ კონსორციუმებს მოუწოდებენ გააერთიანონ ძალისხმევა იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ მედიის ტრანსფორმაციას, სანდო რეპორტაჟების წარმოებას და უნარებს საინფორმაციო მედიის პროფესიონალებისთვის, მაგალითად, მედია-პროდუქციის სტანდარტების განვითარებით, ახალი ბიზნეს-მოდელებით, ახალი ტიპის „ნიუსრუმებით“ და ჟურნალისტური ფორმატებით, მოწინავე პრაქტიკის ურთიერთგაზიარებით და სხვ.
პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 6.9 მილიონი ევროა. თითოეულ პროექტს მაქსიმუმ 2 მილიონი ევრო გადაეცემა. თანადაფინანსების მაქსიმალური წილია იმ მთლიანი ხარჯების 80%, რომლებიც დაფინანსებას ექვემდებარება. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურსანტებს საკუთარი პროექტების თანადაფინანსება მოეთხოვებათ.
კონსორციუმებში შესაძლებელია გაერთიანდნენ არაკომერციული, სახელმწიფო და კერძო მედია-საშუალებები (მათ შორის ბეჭდვითი/ონლაინ პრესა, რადიო/პოდკასტები, ტელევიზია და სხვ.), ასევე საინფორმაციო მედიაში მოქმედი სხვა ორგანიზაციები (მათ შორის მედია-ასოციაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტური ფონდები, სასწავლო ორგანიზაციები, რომლებიც მედია-პროფესიონალებს ამზადებენ და სხვ.). პროგრამაში მონაწილეობისთვის არ დაიშვებიან ფიზიკური პირები (გამონაკლისს წარმოადგენენ თვითდასაქმებული პირები).
სავარაუდოდ პროექტები 2026 წლის ბოლოს დაიწყება და გაგრძელდება 24 თვის განმავლობაში.
განაცხადების შეტანა შესაძლებელია 4 თებერვლამდე.
შემოქმედებით ევროპა – ეს არის ევროკავშირის პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს კულტურის, შემოქმედებითი და აუდიო-ვიზუალური სექტორების განვითარებას. მისი მიზანია დაიცვას, განავითაროს და ხელი შეუწყოს ევროპულ კულტურულ და ლინგვისტურ მრავალფეროვნებას და მემკვიდრეობას კულტურის და შემოქმედებითი სფეროს – მათ შორის აუდიო-ვიზუალური სექტორის – კონკურენტუნარიანობის და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერების გზით. ევროკავშირის მთლიანი ბიუჯეტი 2021-2027 წლების პერიოდისთვის 2.44 მილიარდი ევროა; ამჟამად ეს პროგრამა 40 ქვეყანაში ხორციელდება.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,