შემოქმედებითი ევროპა უკრაინული კულტურის საზღვარგარეთ წარმომჩენ პროექტს 60,000 ევროთი დააფინანსებს
თებერვალი 27, 2024

შემოქმედებითი ევროპა უკრაინული კულტურის საზღვარგარეთ წარმომჩენ პროექტს 60,000 ევროთი დააფინანსებს


შემოქმედებითი ევროპა კულტურის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს 60,000 ევროს ოდენობის გრანტის მისაღებად კონკურსში იწვევს. ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ პროექტი, რომელიც უკრაინულ კულტურას საზღვარგარეთ წარმოაჩენს.

პროექტი უნდა მოიცავდეს მსხვილმასშტაბიან გახსნით ღონისძიებას და დისკუსიებს აღდგენასა თუ განახლებაზე.

განმცხადებელი ორგანიზაციები  ოფიციალურად რეგისტრირებულები უნდა იყვნენ უკრაინაში, ევროკავშირში ან შემოქმედებითი ევროპის სხვა ქვეყნებში, რომელთა რიცხვში საქართველოც შედის. განაცხადის შესატანად ორგანიზაციამ უნდა შექმნას ტანდემი უკრაინულ და შემოქმედებითი ევროპის ქვეყნების ორგანიზაციებთან.

ორგანიზაციათა ჯგუფმა ერთად უნდა დაგეგმოს საზიარო კულტურული პროექტი: კინოჩვენება, ფოტოგამოფენა, თეატრალური წარმოდგენა, სამუშაო შეხვედრების სერია ადამიანებზე მორგებული ქალაქების შექმნაზე თუ სხვა. 

კონკურსში მონაწილეებს კულტურის, ხელოვნების ან შემოქმედებით სექტორში მუშაობის სულ მცირე ორწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეთ. ტანდემს შეუძლია როგორც ახალი პროექტის განხორციელება, ასევე არსებულის გაგრძელება. 

განაცხადები მიიღება 7 აპრილამდე, IZOLYATSIA-ს ონლაინპლატფორმაზე. სამუშაო ენა ინგლისურია. 

წესებსა და პირობებზე მეტის გასაგებად და განაცხადის შესახებ კონსულტაციების მისაღებად, შეგიძლიათ დაესწროთ ყოველკვირეულ ონლაინშეხვედრებს, რომლებიც ყოველ სამშაბათს იმართება. 

IZOLYATSIA პროგრამას მართავს Malý Berlín-სა (სლოვაკეთი) და Trans Europe Halles-თან (შვედეთი) თანამშრომლობით, ხოლო დაფინანსებას ევროკავშირისგან იღებს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აპრილი 7, 2024

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს

აპრილი 19, 2024

ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს

აპრილი 19, 2024

EU4Digital ინოვაციური კლასტერების შეფასებასა და ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს იწვევს

აპრილი 18, 2024

EU4Digital ინოვაციური კლასტერების შეფასებასა და ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს იწვევს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,