„შემოქმედებითი ევროპა“ თანამშრომლობის პროექტების კონკურსს აცხადებს — განაცხადები საქართველოდანაც მიიღება
ნოემბერი 24, 2022

„შემოქმედებითი ევროპა“ თანამშრომლობის პროექტების კონკურსს აცხადებს — განაცხადები საქართველოდანაც მიიღება


ევროკავშირის პროგრამა, „შემოქმედებითი ევროპა“, თანამშრომლობის პროექტების კონკურსს აცხადებს. სხვადასხვა მასშტაბის გრანტები იმ ინიციატივების განმახორციელებელი პროექტებისთვის გაიცემა, რომლებშიც კულტურულ თუ შემოქმედებით სექტორებში მომუშავე ხელოვანები და დაინტერესებული პირები არიან ჩართულნი.

60 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე კონკურსი კულტურის სფეროს ორგანიზაციების თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. შედეგად, ის წაახალისებს ევროპული ხელოვნების ნიმუშთა გავრცელებას და ახალი, ინოვაციური პრაქტიკების დანერგვასა და განვითარებას. 

პრიორიტეტი მიენიჭება პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს აუდიტორიის მოზიდვას, სოციალური ჩართულობის გაზრდას, ციფრულ გარდაქმნას, ეკომეგობრული მიდგომების წახალისებას და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას (კონკურსში მონაწილე პროექტი ამ პრიორიტეტებიდან მინიმუმ ერთს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს). საპროექტო წინადადებებში მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული უკრაინის ომის გავლენა მის მოსახლეობაზე და ქვეყნის კულტურის და შემოქმედებით სექტორებზე.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს (საჯარო ან კერძო ორგანიზაციებს) „შემოქმედებითი ევროპის“ ქვეყნებიდან, რომელთა შორის საქართველო, სომხეთი და უკრაინაც არის.

პროგრამა მცირე, საშუალო და ფართო მასშტაბის 130 პროექტს დააფინანსებს.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 23 თებერვალი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

თებერვალი 23, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,