„შემოქმედებითი ევროპა“ ევროპელი ავტორების დღესთან დაკავშირებით ღონისძიებათა დაგეგმვის მსურველებს იწვევს 
მარტი 6, 2024

„შემოქმედებითი ევროპა“ ევროპელი ავტორების დღესთან დაკავშირებით ღონისძიებათა დაგეგმვის მსურველებს იწვევს 


2024 წლის 25 მარტს „შემოქმედებითი ევროპის“ 40-ვე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ევროპელი ავტორების დღე მეორედ გაიმართება.

ამ დღესთან დაკავშირებით მოეწყობა საჯარო კითხვა სკოლებში, ბიბლიოთეკებსა და წიგნის მაღაზიებში, ევროპელი ავტორების ტური და კონფერენცია კითხვის პოპულარიზაციაზე.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამა სკოლებს, წიგნის მაღაზიებსა და ბიბლიოთეკებს ევროპელ ავტორებზე ფოკუსირებული ღონისძიებების მოწყობისკენ მოუწოდებს.

ღონისძიებებზე შესაძლებელია მწერლების, მთარგმნელების თუ გამომცემლების მოწვევა. ასეთი შეხვედრების მიზანია, მონაწილეებმა მეტი გაიგონ იმის შესახებ, თუ როგორი მრავალფეროვანი პროფესიები არსებობს წიგნის სექტორში. 

ღონისძიების დასარეგისტრირებლად გადადით ბმულზე.

გარდა ამისა, ევროკომისია აწყობს ტურს 120 ევროპელი ავტორის მონაწილეობით, რომლებიც „შემოქმედებითი ევროპის“ 40-ვე ქვეყანაში ახალგაზრდა მკითხველებს შეხვდებიან. მრავალი მათგანი საკუთარი ქვეყნის მიღმა იმოგზაურებს და იქაურ აუდიტორიას შეხვდება. ამ გზით ავტორები შეძლებენ, ადამიანებს გაუზიარონ საკუთარი ნამუშევრები და ჩაერთონ საჯარო კითხვასა და დისკუსიებში თავიანთი ან სხვა თანამედროვე მწერლების ნაწარმოებების გარშემო.

2024 წლის 25-26 მარტს ბელგიის ქალაქ ლევენში ასევე ჩატარდება კონფერენცია კითხვის პოპულარიზაციაზე. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ განათლებისა და კულტურის სამინისტროების წარმომადგენლებს ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან და „შემოქმედებითი ევროპისა“ და Erasmus+ პროგრამის ქვეყნებიდან, ევროკავშირის ინსტიტუტებს და წიგნისა და განათლების სექტორების წარმომადგენლებს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,