საზაფხულო სკოლა და მომავალი სოციალური მეწარმეების ფინანსური მხარდაჭერა  საქართველოში
აპრილი 27, 2022

საზაფხულო სკოლა და მომავალი სოციალური მეწარმეების ფინანსური მხარდაჭერა  საქართველოში


საქართველოში მცხოვრებ 18-29 წლის ასაკის ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან სოციალური მეწარმეობით, შესაძლებლობა ეძლევათ, დაესწრონ  საზაფხულო სკოლას  და მიიღონ მონაწილეობა კონკურსში.

პროგრამის ორგანიზატორია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ევროკავშირის მხარდაჭერით. 

საზაფხულო სკოლა 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ახალგაზრდები სოციალური მეწარმეობის არსს გაეცნობიან, მათ ირგვლივ არსებული პრობლემების გადაჭრაზე მენტორებთან ერთად იმუშავებენ და სხვადასხვა სოციალურ საწარმოს ეწვევიან.

სკოლის შემდეგ ახალგაზრდები მონაწილეობას მიღებენ საპროექტო კონკურსში, რომელიც გამოავლენს ხუთ გამარჯვებულს. ისინი  საკუთარ რეგიონებში CSRDG-ის სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები  გახდებიან და ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 15 მაისი.

საზაფხულო სკოლის და კონკურსის თარიღები მოგვიანებით განისაზღვრება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მაისი 15, 2022

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,