სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ციფრულ უნარებზე ახალი ჰიბრიდული კურსი მომზადდა
მაისი 8, 2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ციფრულ უნარებზე ახალი ჰიბრიდული კურსი მომზადდა


ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (საქართველოს, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, სომხეთისა და უკრაინის) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდასაჭერად ახალი ჰიბრიდული კურსი შექმნა. კურსი ამ ორგანიზაციათა ციფრულ უნარებს გააძლიერებს. 

ის აერთიანებს დიაგნოსტიკურ ონლაინსესიებს, პირისპირ შეხვედრებს და პრაქტიკულ, ერთი ერთზე წვრთნას. მონაწილე ორგანიზაციებს თავიანთ პრიორიტეტულ საჭიროებებზე კონცენტრირების საშუალება მიეცემათ – ეს შეიძლება გულისხმობდეს მონაცემებზე წვდომისა და მათი გამოყენების უნარების გაუმჯობესებას, კომუნიკაციისთვის ციფრული ხელსაწყოების მეტად ეფექტიანად გამოყენებას თუ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას. 

კურსი ევროკავშირის ციფრული კომპეტენციების ჩარჩოს საფუძველზე შეიქმნა. მონაწილეები თავიანთი ორგანიზაციებისთვის ყველაზე რელევანტური სფეროების გამოსაკვეთად დიაგნოსტიკურ პროცესს გაივლიან.

კურსი გამიზნულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მენეჯერებისთვის, თანამშრომლებისთვის და მოხალისეებისთვის, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებენ იმაზე, თუ როგორ იყენებს მათი ორგანიზაცია მონაცემებს თუ ტექნოლოგიას და რომლებიც საკუთარ თავს კარიერის საწყის ან შუა საფეხურზე მყოფებად შეაფასებდნენ. 

მონაწილეებს თავიანთ ორგანიზაციებში დიდი ხნის გამოცდილება უნდა ჰქონდეთ, მზად უნდა იყვნენ უწყვეტი ურთიერთსწავლებისა და მხარდაჭერისთვის და უნდა იცოდნენ ინგლისური ენა. 

კურსი დაიწყება 2026 წლის 17 ივნისს და დასრულდება 2026 წლის სექტემბრისთვის.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, 25 მაისამდე ორგანიზაციის სახელით შეავსოთ ონლაინფორმა

კურსი შექმნილი და ორგანიზებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის პროექტის მიერ, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს GDSI-ის მიერ მართული კონსორციუმი. მის მიერ შექმნილ მასალაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებენ ავტორები/ტრენერები და ის შეიძლება არ ასახავდეს ევროკავშირის მოსაზრებებს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მაისი 25, 2026

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,