სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის საქართველოში ძალადობრივი ექსტრემიზმის საკვლევად კონკურსი გამოცხადდა
ივლისი 24, 2023

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის საქართველოში ძალადობრივი ექსტრემიზმის საკვლევად კონკურსი გამოცხადდა


ექსტრემიზმთან გამკლავების საერთაშორისო ცენტრი, Hedayah,  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული STRIVE Global II პროგრამის ფარგლებში კონკურსს აცხადებს. კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისთვის საქართველოში ძალადობრივი ექსტრემიზმის საკვლევადაა განკუთვნილი.

მისი მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებს, განავითარონ და დანერგონ ეფექტიანი პროექტები ძალადობრივი ექსტრემიზმისა თუ ტერორიზმის გამომწვევი  რადიკალიზაციის აღსაკვეთად. დასახულ ამოცანათა შორის უცხოელი ტერორისტი მებრძოლებისა და მათი ოჯახების რეპატრიაციისა და რეინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობაც არის. 

კონკურსის მეშვეობით, Hedayah-ის სურს, უკეთ გაიგოს საქართველოში არსებული ულტრამემარჯვენე ჯგუფების იდეოლოგია, რეკრუტირების სტრატეგიები, ზოგადი მიზნები და დემოგრაფიული შემადგენლობა.

Hedayah-ის თანახმად, საქართველოს დაეშის მიერ დაკავებული ტერიტორიებიდან დაბრუნებულ უცხოელ მებრძოლებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ერაყსა და სირიაში დაეშს დაახლოებით 200 ქართველი შეუერთდა. საქართველოს მთავრობამ უკვე დააკავა დაეშის ათობით მხარდამჭერი, მათ შორის რეპატრირებული უცხოელი მებრძოლები. ამის მიუხედავად, სახელმწიფოს წარმომადგენლები კვლავ შიშობენ, რომ დაეშთან აფილირებული მებრძოლები დაბრუნდებიან და თავდასხმებს მოაწყობენ — როგორც ეს 2017 წლის ნოემბერში მოხდა, როცა დაეშის რამდენიმე მიმდევარმა თბილისში საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებს ცეცხლი გაუხსნა. 

ამას გარდა, უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა რადიკალური მემარჯვენე ჯგუფის აქტივობა აღინიშნა. მათი რიტორიკის სამიზნე იმიგრანტთა თემებია. ისინი თავს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებული რელიგიური გრძნობების დამცველებად წარმოაჩენენ. რადიკალური ჯგუფები ასევე აპროტესტებენ საქართველოში პროდასავლური პარტიების არსებობას და მათ რამდენჯერმე მოითხოვეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს პარტიების აკრძალვა.

გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი გრანტის მოცულობა 50,000 ევროსა და 100,000 ევროს შორის უნდა მერყეობდეს. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 8 სექტემბერი.

STRIVE Global II პროგრამა გლობალური ტერორიზმის მუდმივ საფრთხეს უპირისპირდება და ხაზს უსვამს ისეთი ეფექტიანი საპასუხო ქმედებების აუცილებლობას, როგორიც ამ საფრთხეს კი არ გაამწვავებს, არამედ — დააცხრობს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

სექტემბერი 8, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,