„SALTO მონაწილეობა და ინფორმაცია“ და „SALTO ინკლუზია და მრავალფეროვნება“ ახალგაზრდულ მუშაკებსა და ტრენერებს 3.5-დღიან საერთაშორისო კურსზე იწვევენ. კურსი ნაკლები შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების დემოკრატიულ პროცესებში ჩართვის თემას შეეხება.
სასწავლო კურსი 2026 წლის 1-5 ივნისს რუმინეთში გაიმართება.
კურსზე დასწრება შეუძლიათ საქართველოს, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, სომხეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს.
კურსის მიზანია, მონაწილეებს გაუღრმაოს ცოდნა იმ ბარიერებზე, რომლებიც ნაკლები შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებს დემოკრატიულ პროცესებში აქტიურად ჩართვაში უშლის ხელს. კურსის გამვლელები თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ იმ კონკრეტულ მექანიზმებსა თუ მიდგომებზე, რომლებიც ამ ბარიერების გადალახვასა და სხვადასხვა ჯგუფთან დემოკრატიულ ჩართულობაზე მუშაობას უწყობს ხელს. ამასთან, ახალგაზრდული მუშაკები ერთმანეთის გამოცდილებასაც გაეცნობიან.
ტრენინგი ინკლუზიურ დემოკრატიულ ჩართულობაზე გრძელვადიანი პროექტის ნაწილია, ამიტომ მონაწილეებისგან მოელიან, რომ ისინი არა მარტო ინდივიდუალურ სარგებელს მიიღებენ, არამედ, ამ ინიციატივის ფართომასშტაბიანი მიზნის შესრულებაშიც შეიტანენ წვლილს. კურსის დასრულების მერე მონაწილეებს მოეთხოვებათ, რომ ინკლუზიური ჩართულობის ხელშემწყობი მიდგომები თავიანთ მიმდინარე სამუშაო პრაქტიკაში დანერგონ და შესწავლილი მექანიზმები და მეთოდოლოგიები თავიანთ ორგანიზაციებსა და ადგილობრივ კონტექსტს მოარგონ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 6 აპრილი.
კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენლისთვის განსაზღვრული მონაწილეობის საფასურის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ეროვნულ სააგენტოს ან SALTO-ს რესურსცენტრს. ტრენინგის მასპინძლები, რუმინეთის ეროვნული სააგენტო და SALTO-ს რესურსცენტრები, უზრუნველყოფენ მონაწილეთა საცხოვრებელს და დაფარავენ საცხოვრებლისა და კვების ხარჯებს.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,