საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ახალგაზრდა კურსდამთავრებულების სტაჟირებას დააფინანსებს
აპრილი 20, 2022

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ახალგაზრდა კურსდამთავრებულების სტაჟირებას დააფინანსებს


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა იწვევს ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს, შეიტანონ განაცხადი ექვსთვიან დაფინანსებულ სტაჟირებაზე თანამშრომლობის განყოფილებაში. კონკურსანტები უნდა ცხოვრობდნენ საქართველოში და დაინტერესებულები იყვნენ საერთაშორისო ურთიერთობებით. სტაჟირება 1 სექტემბერს დაიწყება.

სტაჟიორის ძირითადი მოვალეობები იქნება: 

  • საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშგება;
  • ვიზიტების, ღონისძიებების და კონფერენციების დაგეგმვაში, ორგანიზებასა და უკუკავშირში მონაწილეობის მიღება;
  • ხელმძღვანელობის ქვეშ დოკუმენტების კვლევა, ბრიფინგების დაგეგმვა და სხვადასხვა სახის სავარჯიშოების მომზადებაში დახმარება; 
  • ახალი ამბების მონიტორინგი და ანგარიშგება საჭიროების მიხედვით.

საკონკურსო განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 21 მაისი.

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

დაფინანსებული სტაჟირება თანამშრომლობის განყოფილებაში

დახურვის თარიღი:

მაისი 21, 2022

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,