ევროპარლამენტის სახაროვის სტიპენდია 14-მდე უფლებადამცველს, შერჩეულს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, სთავაზობს ორკვირიანი ინტენსიური ტრენინგის გავლის შესაძლებლობას ბრიუსელში და ვენეციის ადამიანის უფლებათა გლობალურ კამპუსში.
უფლებადამცველთა გაძლიერების პროგრამა 2016 წლიდან ყოველწლიურად ტარდება სახაროვის პრემიის საზოგადოების ინიციატივით, რომელიც სახაროვის პრემიის 25-ე საიუბილეო კონფერენციაზე იქნა შემოთავაზებული.
ბრიუსელის პროგრამა ფოკუსირებულია ევროკავშირის პოლიტიკასა და ინსტრუმენტებზე ადამიანის უფლებათადამცველების მხარდასაჭერად ისეთ საკითხებში, როგორიცაა დაფინანსებაზე წვდომა, კომუნიკაციის უნარების განვითარება და ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებადამცველების წინაშე არსებულ უსაფრთხოების სპეციფიკურ გამოწვევებზე. ის ასევე მოიცავს შეხვედრებს პარლამენტის წევრებთან, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენელ ოფიციალურ პირებთან და ბრიუსელში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. სტიპენდიანტები უზრუნველყოფილები იქნებიან სივრცით ინდივიდუალური ადვოკატირებისა და ქსელური საქმიანობისთვის.
ვენეციის ადამიანის უფლებათა გლობალურ კამპუსში ტრენინგი მოიცავს აკადემიურ სწავლებას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობის, ინსტრუმენტების და მექანიზმების საკითხებზე, პრაქტიკული მაგალითების განხილვას და უფლებადამცველთა უზრუნველყოფას პრაქტიკულ საშუალებებით მათი საქმიანობის გასაუმჯობესებლად, რის შედეგად შესაძლებელი იქნება ცვლილებების განხორციელება ადგილებზე. ლექტორებს შორის არიან ცნობილი პედაგოგები, წამყვანი უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახაროვის პრემიის ლაურეატები და ადამიანის უფლებათა სხვა გამოჩენილი პრაქტიკოსები.
პროგრამა ბრიუსელსა და ვენეციაში რეალურ (და არა ონლაინ) რეჟიმში იქნება ორგანიზებული.
კანდიდატებს მოეთხოვებათ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის დადასტურებული გამოცდილება არასამთავრობო ან სხვა ორგანიზაციაში, ან დამოუკიდებელი სპეციალისტის რანგში. ისინი მაღალ დონეზე უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას, რაც საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღონ სადისკუსიო ჯგუფების და ვორქშოფების მუშაობაში ბრიუსელსა და ვენეციაში.
სტიპენდია ფარავს სამგზავრო ბილეთს ორი მიმართულებით სტიპენდიანტის ქვეყნიდან, დაბინავებას ბრიუსელში და ვენეციაში, და თანხას ყოველდღიური ხარჯებისთვის.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 26 იანვარი.
დამატებით ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,